თამთა ჩაჩანიძე
21.04.2021

ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის, მთავრობა კი ისევ შეზღუდვების დაბრუნებაზე ალაპარაკდა - ერთ თვეში აცრილთა რიცხვი 30 ათასზე ცოტა მეტია, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, რა გაარღვევს ჩაკეტილ წრეს და სადაა გამოსავალი?

ელზა პაპოშვილი
20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თითქმის ორთვიანი ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევაში წარმატებით დაგვირგვინდა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ მის მიერ შედგენილ შეთანხმების ტექსტზე ხელის მოწერის შემდეგ პარლამენტში უკვე შეგროვდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა. ანალიტიკოსები კი ბოლო ორგ დღეში მომხდარ გარღვევას ისტორიულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ არ ახსენდებათ სხვა მსგავსი შემთხვევა, რომდესაც ერთობლივად აშშ-მა და ევროკავშირმა ასე მიზანდასახულად, სწრაფად და ეფექტურად იმუშავეს ერთი კონკრეტული ქვეყნის შდა პრობლემების მოგვარებაზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.04.2021

წინასააღდგომოდ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების ამოქმედება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება.

ელზა პაპოშვილი
20.04.2021

19 აპრილის ისტორიული შეთანხმების შედგომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში უკვე შეგროვდა დეპუტატთა ის რაოდენობა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებადაა საჭირო. მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და რამდენიმე დეპუტატმა ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მმართველ პარტიასთან ერთად პარლამენტში შესული დეპუტატების ჯამურმა რაოდენობამ 114 შეადგინა. საკონსტიტუციო ცვლილებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭრდება.

ია აბულაშვილი
20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში, თუ მმართველი პარტია წელს ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ანალიტიკოს პეტრე  მამრაძის პროგნოზით, „ოცნებას“ აქვს კარგი შანსი თვითმმარველობის არჩევნებში 43%-ზე მეტი ხმა აიღოს და ამ მხრივ მას პრობლემებს ვერც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მომავალი პარტია შეუქმნის, რომელიც სავარაუდოდ მმართველ პარტიას მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს წაართმევს.

ქრისტინე კაპანაძე
20.04.2021

 „ნაციონალური მოძრაობა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუკი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს გირაოს გადახდის ან შეწყალების გარეშე გამოვა. ამის ყველაზე მარტივი გზა სისხლის სამართლის 70-ე მუხლის ამოქმედებაა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს სოციალურ ქსელში და იურისტიბი მის მოსაზრებას ეთანხმებიან.

ქრისტინე კაპანაძე
20.04.2021

 შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, „ნაციონალურ მოძრაობის" მთავარ მოთხოვნად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება რჩება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ მელიას ციხიდან გამოსვლა. თუმცა არ აკონკრეტებს, მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს, თუკი მელია პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლდება.

ია აბულაშვილი
20.04.2021

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას თანაპარტიელებისადმი, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას პოზიციების დათმობად აფასებს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა გაიაზრა არსებული ვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და მიხვდა, რომ ქუჩაში რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
20.04.2021

პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა, თუმცა საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" სიით გასული „პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ხელის მოწერაზე გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიიღებს.

ქრისტინე კაპანაძე
20.04.2021

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელი მოწერა, ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, პოლიტიკური დაძაბულობის ბოლომდე განმუხტვას არ ნიშნავს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა შეთანხმებას „ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდეს.

ია აბულაშვილი
19.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს - "საქართველოს წინსვლის გზა" დაძაბული დღის ბოლოს ხელისუფლებამ და ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხელი პრეზიდენტის სასახლეში მოაწერეს. ხელმოწერაზე უარი განაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ".

ელზა პაპოშვილი
19.04.2021

საქართველოში “პოლიტიკური მატარებელი” პარლამენტისკენ დაიძრა, რომელშიც ოპოზიციიდან რამდენიმე პარტიას და დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიხილავთ. როგორც ცნობილი ხდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის ახალ პოლიტიკურ წინადადებას, რომელიც დოკუმენტის სახით გუშინ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ გააცნეს, ხელს ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება მოაწერს.  


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×