ქრისტინე კაპანაძე
26.04.2021

 ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეები, რომლებსაც „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ ჩატარებული ზაფხულისთვის ევროპაში გამგზავრებას შეძლებენ, ხოლო ბლოკის 27-ვე წევრი სახელმწიფო უპირობოდ მიიღებს ყველას, ვინც „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ ვაქცინას იყენებს.

ქრისტინე კაპანაძე
25.04.2021

 „ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი თბილისში გადმოინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აუღებელ აქციებს დაიწყებენ. პარალელურად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების დაზუსტება მოხდება, ხოლო ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალება. პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის შეფასებით კი, აქციის თბილისში გადმოტანა სწორი გადაწყვეტილებაა.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2021

გამოვა და დაველაპარაკები - ასე უპასუხა „გირჩის" ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში გაკეთებულ კომენტარს.

ელზა პაპოშვილი
25.04.2021

19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ახალი დავა გაჩაღდა, რომელიც პატიმრობიდან „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების ფორმას უკავშირდება. ამის გამო სამშაბათს, პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებისას პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქციაა დანიშნული.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2021

ოპოზიციას სურს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს პრინციპი, რომ ბრალდებულის ამნისტირება მოხდეს მხოლოდ დაზარალებულის ან დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს უკვე ხელმოწერილ შეთანხმებაში პირობების შეცვლას ნიშნავს, რაც ყოვლად დაუშვებელია და შეთანხმება როგორც დაიდო, ისე უნდა შესრულდეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2021

პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს - საკვანძო თანამდებობებზე დასავლეთის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობაში უფრო მეტი გამოცდილების მქონე ფიგურის დანიშვნის სურვილი და მზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
24.04.2021

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა. თალაკვაძის განცხადებით, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე. ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ გადაადგილების უკან შესაძლოა კახა კალაძე იდგეს.

ელზა პაპოშვილი
23.04.2021

მიუხედავა იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელისუფლებასთან ერთად ხელი მოაწერა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე ერთმანეთს უპირისპირდებიან. არაა გამორიცხული, რომ მიშელის დოკუმენტი არა პოლიტიკური კრიზისის  განმუხტვის, არამედ ახალი დაპირისპირების მიზეზიც კი გახდეს. ამის ნათელი მაგალითი კი ოპოზიციის შიგნით დაწყებული კონფლიქტია. ენმ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელიას გარეშე და მის მაგივრად ვაჭრობაში ადანაშაულებს.ამ ბრალდებებს კი ოპოზიციის მეორე ნაწილი არ იღებს და ამბობენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესები სასწორზე იდო და მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. 

ია აბულაშვილი
23.04.2021

ძალიან მიკვირს, სხვა პრობლემა ქვეყანას არა აქვს? მხოლოდ ამ ორი ძალის ცეკვა-თამაშს უნდა ვუყუროთ? ვერ ხედავთ, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ხალხი გაღატაკდა, შიმშილობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობენ, ხალხის ყურადღება ამ იწილო-ბიწილოზე გადაიტანონ, ორივე სრული გამარჯვებისთვის რომ იბრძვის - ასე აფასებს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

თამთა ჩაჩანიძე
23.04.2021

ვინც შვიდა, გულახდილად რომ ვთქვათ, აღარ ადარდებდა არც მოლაპარაკებები, არც შენი 43%, მათ სჭირდებოდათ არგუმენტი, საბაბი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, „ქართული ოცნება" საბაბს არ აძლევდა და დასცინოდა, თქვე საცოდავებო, მაინც შემოხვალთო, უცებ გამოჩნდა ევროკავშირი და აშშ, როგორც მხსნელი. ახლა პარლამენტში ევროკავშირის თხოვნით შედიან და არა „ოცნების" თხოვნით, ამიტომაც ოპოზიცია მორალურად სუფთაა - ასე აფასებს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ელზა პაპოშვილი
23.04.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ნიკა მელიასა და  მისი პარტიისთვის უმჯობესი იქნება, „მასკარადს მორჩნენ“ და მომავალ არჩევნებზე იფიქრონ. თუ არადა, დასავლეთის თვალში ბოლომდე გამარგინალდებიან. 

„მელია ადრე თუ გვიან ციხიდან ნამდვილად გამოვა. ის იქ დამრჩენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ უმჯობესია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე დაფიქრდეს და ბოლომდე სააკაშვილის კაპრიზების მძევლად უნდა იქცეს. ეს მისი გადასაწყვეტია. ცხადია გარაოთი იქნება ეს თუ ამნისტიით, ის ნამდვილად გარეთ გამოვა და ჯობია ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს - თუ მას უნდა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყოს ან მის პარტიას თუ სურს,რომ გარკვეული ხმები მოიპოვოს და საერთოდ რეიტინგი არ დაკარგონ. 

ელზა პაპოშვილი
22.04.2021

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე მელანი კარგად არ არის გამშრალი და ოპოზიციური ძალები, მათ შორის ამ შეთანხმების ხელმომწერებიც მის ტორპედირებას ცდილობენ. საჯილდაო ქვად კვლავ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პოზიციაა, რომელიც უარზეა ციხე დატოვოს ამნისტიით და არც გირაოთი, მაშინაც კი თუ მას ევროპელები გადაიხდიან. საქმე შეიძლება ისეთ კომიკურ სიტუაციამდეც კი მივიდეს, რომ მისი ციხიდან გამოსაყვანად ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×