თამთა ჩაჩანიძე
22.04.2021

„ნაცმოძრაობა" კუთხეშია მიმწყვდეული და თუ ისინი ევროპის პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და პარლამენტში არ შევლენ, სრულიად აუტსაიდერებად დარჩებიან როგორც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, მათი „პოლიტიკური ნავსაყუდელი დარჩება მხოლოდ კარვებში, კობა ხაბაზისა და მისი ქუჩის აქტივისტების გვერდით" - ამობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომლითაც ის ევროპელი დიპლომატების განცხადებებს გამოეხმაურა.

ია აბულაშვილი
22.04.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიღებულ დოკუმენტს "ნაცმოძრაობა" იგნორირებას ვერ გაუწევს და იძულებული იქნება შევიდეს პარლამენტში, მათი თავმჯდომარე ნიკა მელია კი საპატიმროდან გმირი ვერ გამოვა.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2021

დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 31 911-ზე მეტი აცრა ჩატარდა, აქედან 18 455 მოქალაქე „ასტრა ზენეკათი",ხოლო „ფაიზერით" 13 546 მოქალაქეა აცრილი. ჯავშანი 15 მაისამდე 23 332 დოზაზეა გაკეთებული, აცრები კი ქვეყნის 31 ჰოსპიტალში მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
21.04.2021

„ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლების ორივე ფორმაზე უარს ამბობს. მას არ სურს, რომ ევროკავშირმა მის გასათავისუფლებლად გირაო გადაიხადოს. ასევე, წინააღმდეგია, რომ 20 ივნისის ამნისტია შეეხოს. ის მოითხოვს, რომ პროკურატურა სასამართლოში შუამავლობით შევიდეს და მას ბრალი საერთოდ მოუხსნან. მელიას გათავისუფლება შესაძლოა ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს და კრიზისი არა თუ განიმუხტოს, არამედ ხელახლა დაიწყოს. 

ია აბულაშვილი
21.04.2021

ევროპისა და აშშ-ს ჩართულობით პოლიტიკურ ძალებში მიღწეული შეთანხმების დოკუმენტს სახელწოდებით - "საქართველოს წინსვლის გზა" ანალიტიკოსები ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ერთობლივად აშშ და ევროკვშირმა ასე მიზანდასახულად და ეფექტურად იმუშავეს ერთი კონკრეტული ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე, არ ახსენდებათ.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2021

ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის, მთავრობა კი ისევ შეზღუდვების დაბრუნებაზე ალაპარაკდა - ერთ თვეში აცრილთა რიცხვი 30 ათასზე ცოტა მეტია, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, რა გაარღვევს ჩაკეტილ წრეს და სადაა გამოსავალი?

ელზა პაპოშვილი
20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თითქმის ორთვიანი ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევაში წარმატებით დაგვირგვინდა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ მის მიერ შედგენილ შეთანხმების ტექსტზე ხელის მოწერის შემდეგ პარლამენტში უკვე შეგროვდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა. ანალიტიკოსები კი ბოლო ორგ დღეში მომხდარ გარღვევას ისტორიულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ არ ახსენდებათ სხვა მსგავსი შემთხვევა, რომდესაც ერთობლივად აშშ-მა და ევროკავშირმა ასე მიზანდასახულად, სწრაფად და ეფექტურად იმუშავეს ერთი კონკრეტული ქვეყნის შდა პრობლემების მოგვარებაზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.04.2021

წინასააღდგომოდ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების ამოქმედება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება.

ელზა პაპოშვილი
20.04.2021

19 აპრილის ისტორიული შეთანხმების შედგომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში უკვე შეგროვდა დეპუტატთა ის რაოდენობა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებადაა საჭირო. მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და რამდენიმე დეპუტატმა ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მმართველ პარტიასთან ერთად პარლამენტში შესული დეპუტატების ჯამურმა რაოდენობამ 114 შეადგინა. საკონსტიტუციო ცვლილებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭრდება.

ია აბულაშვილი
20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში, თუ მმართველი პარტია წელს ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ანალიტიკოს პეტრე  მამრაძის პროგნოზით, „ოცნებას“ აქვს კარგი შანსი თვითმმარველობის არჩევნებში 43%-ზე მეტი ხმა აიღოს და ამ მხრივ მას პრობლემებს ვერც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მომავალი პარტია შეუქმნის, რომელიც სავარაუდოდ მმართველ პარტიას მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს წაართმევს.

ქრისტინე კაპანაძე
20.04.2021

 „ნაციონალური მოძრაობა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუკი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს გირაოს გადახდის ან შეწყალების გარეშე გამოვა. ამის ყველაზე მარტივი გზა სისხლის სამართლის 70-ე მუხლის ამოქმედებაა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს სოციალურ ქსელში და იურისტიბი მის მოსაზრებას ეთანხმებიან.

ქრისტინე კაპანაძე
20.04.2021

 შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, „ნაციონალურ მოძრაობის" მთავარ მოთხოვნად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება რჩება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ მელიას ციხიდან გამოსვლა. თუმცა არ აკონკრეტებს, მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს, თუკი მელია პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×