ელზა პაპოშვილი
07.04.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე  ნიკა მელია გათავისუფლების მოლოდინშია - ბრალდებულ  მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 8 აპრილს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება დატოვებს თუ არა მას მოსამართლე მას წინასწარ პატიმრობაში. 

ია აბულაშვილი
07.04.2021

„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალიზმის გრძნობა აქვს „ოცნებას", ვიდრე სხვა პარტიებს, ამიტომ ასეთ სერიოზულ და ძლიერ პარტიას არ ეკადრება ისეთი განცხადებები, რომ მათ ვერავინ შეედრება. ეს პოლიტიკაა და არა - სპორტი, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები უფრო შორსმჭვრეტელური უნდა იყოს", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით „ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს.

ელზა პაპოშვილი
07.04.2021

ოკუპაციის კიდევ 4 მსხვერპლი - გალიდან ზუგდიდში ენგურის მეშვეობით მალულად 2 კაცი და 2 ქალი გადმოდიოდა, რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი უკვე იპოვეს. მეოთხეს კი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ეძებს.  

ელზა პაპოშვილი
06.04.2021

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ახალი კვლევა, ანალიტიკოსთა შეფასებით, შეიძლება კონკრეტული პარტიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის სერიოზული ინდიკატორი გახდეს. ამ თვალსაზრისით, კვლევის შედეგებზე საუბრისას ისინი ყველაზე საინტერესო სამ შედეგზე ამახვილებენ ყურადღებას - მცირე პარტიების რეიტინგის მკვეთრ ვარდნაზე, პარლამენტის ბოიკოტის მოწინააღმდეგეთა დიდ რაოდენობასა და ნდობის რეიტინგში პოლიტიკოსთა შორის ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პირველობაზე.

ქრისტინე კაპანაძე
06.04.2021

 საქართველოს პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა. 6 აპრილს ნახტომისებურად გაიზარდა ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი კი კრიტიკულ ნიშნულს - 3%-ს ასცდა. ყოველივე ამის ფონზე ხელისუფლებაში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებასა და ახალი შეზღუდვების შემოღებაზე ალაპარაკდნენ. ერთი ახალი შეზღუდვა კი, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება, უკვე ოფიციალურად დასახელდა.

ქრისტინე კაპანაძე
06.04.2021

 გიორგი ვაშაძის განცხადება ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ახალი შეხვედრის დანიშვნის შეთანხმებაზე მას ინფორმაცია არ აქვს.

ქრისტინე კაპანაძე
06.04.2021

 ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების გამკაცრება იწყება, ხოლო სამომავლოდ შესაძლოა ამას ახალი შეზღუდვები დაემატოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე პირველ რიგში მოქალაქეთა თავშეყრასა და ღამით გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობა არსებობს.

ქრისტინე კაპანაძე
06.04.2021

 „ქართულ ოცნებაში" გადაჭრით უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველ პარტიაში საკადრო გადაადგილებები იგეგმება, რომლის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2021

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ქვეყანა შედეგზე გავიდეს, 24 საათში მინიმუმ 3000 აცრა უნდა გაკეთდეს, ბოლო მონაცემებით კი ეს ციფრი დღეში საშუალოდ 1000-ს შეადგენს - როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს ტემპი იმ პირობებში, როცა ანტივაქსერთა რიცხვი ჯერ კიდევ მაღალია.

ია აბულაშვილი
05.04.2021

უშედეგოდ დასრულებული მოლაპრაკებების შემდეგ, რა ფორმატით გაგრძელდება ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგი, უცნობია, თუმცა, მხარეებს მოლაპარაკების გაგრძელებისა და გარკვეული პოზიტიური მოლოდინების საფუძველს ევროკავშირის აქტიური პოზიცია აძლევთ.

ლაშა გელოვანი
05.04.2021

2-ჯერ შემცირებული ინვესტიციები, გაზრდილი ვალი, რომელიც მშპ-ს 60%-ს გადასცდა, სავაჭრო ბრუნვის შემცირება, უზომო ინფლაცია, ლარის კურსის ვარდნა, არარეალისტური პარამეტრებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი - ეს ის სერიოზული გამოწვევებია, რაც უმძიმეს მემკვიდრეობად ერგო დღევანდელ მთავრობას წინამორბედისგან.  

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2021

ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტი საათი მოქმედებს - შეზღუდვა საზოგადოების ნაწილმა რამდენჯერმე გააპროტესტა. არის თუ არა ეპიდსიტუაციის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ შეზღუდვის შენარჩუნება - ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კომენდანტი საათი ეპიდემიის გასაკონტროლებლად ეფექტური ბერკეტია, თუმცა, მნიშვნელოვანი შედეგი სხვა რეგულაციებთან ერთად კომპლექსში აქვს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×