ელზა პაპოშვილი
30.03.2021

ბათუმის საკრებულომ სანაპიროს სასტუმრო „ლე მერიდიენისთვის“ პლაჟის ნაწილით იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბულვარის დირექტორმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პლაჟის ამ მონაკვეთი იჯარით გაცემა გააპროტესტეს. 

ქრისტინე კაპანაძე
30.03.2021

 „ქართული ოცნების" წევრის კახა კახიშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტად და სასურველიმოხდეს ამ საკითხის რეგულაცია. მისი თანაპარტიელი ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა ამ საკითხზე იმსჯელოს, თუკი კახიშვილი თავის მოსაზრებას ბოლომდე გარკვევით ჩამოაყალიბებს.

თამთა ჩაჩანიძე
30.03.2021

ეპიდსიტუაცია უარესდება, რის გამოც შესაძლოა ქვეყანა არცთუ დიდი ხნის წინ მოხსნილ შეზღუდვების რეჟიმში ისევ დაბრუნდეს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,6%-ს შეადგენდა, ხოლო სამშაბათს 2,19%-ს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

ია აბულაშვილი
30.03.2021

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს  საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელი კი მიიჩნევენ, რომ აშშ თავად უნდა ჩაერთოს ფასილიტაციაში. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირის მხრიდან მედიაციის მცდელობა ჩავარდა, სავარაუდოდ აშშ უფრო აქტიურად ჩაერთვება მოლაპარაკებაში.

ქრისტინე კაპანაძე
30.03.2021

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის შეთავაზებამ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების ერთობა დააღვიოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მისი ვარაუდით, შესაძლოა ისე მოხდე, რომ შეთანხმებას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა მოაწეროს ხელი.

თამთა ჩაჩანიძე
30.03.2021

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს სოციალურ ქსელ „ტიკ ტოკ"-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს ფაქტს, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი, 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას - „აფხაზეთი საქართველოა". მათი ცნობით „სამართალდამცავი ორგამნოებმა აღშფოთებული მოქალაქეებისგან ბევრი პრეტენზია მიიღეს", რის შემდეგაც გოგონა და მისი მშობლები გამოიკითხნენ.

ელზა პაპოშვილი
29.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს მაგიდაზე შეთანხმების გამზადებულ ტექსტს დადებს, რომელზეც ხელის მოწერა პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება. 

ია აბულაშვილი
29.03.2021

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არცერთ შემთხვევაში არ განიხილება. ის ორი-სამი პუნქტი კი, რომელთან მიმართებაში მედიატორს წინადადები ჰქონდა, ნაწილზე პოზიცია უკვე დააფიქსირეს, ნაწილზე კი გუნდთან შეჯერდებიან.

ქრისტინე კაპანაძე
29.03.2021

 60%-იანი გეგმა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის მასობრივ აცრას გულისხმობს, იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ დღიური ვაქცინაციის ტემპი მაქსიმალურად დაჩქარდება. კორონავირუსის ვაქცინაცით აცრილი მოსახლეობის რიცხვი კი დღევანდელი მონაცემებით 4924 -ს შეადგენს, ხოლო ბოლო 24 საათში 70 ადამიანია აცრილი.

ქრისტინე კაპანაძე
28.03.2021

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ოპტიმისტურად ხვდება. ანალიტიკოსებსაც პოზიტიური მოლოდინი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ახლა მაინც მოხერხდება მისი მედიაციით შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა.

ია აბულაშვილი
28.03.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას „საგამოძიებო ექსპერიმენტის“ ჩატარებას სთავაზობს და ითხოვს, მხოლოდ 24 საათი გაუშვან ქუჩაში, რათა ყვკელამ ნახოს, როგორ შეხვდება მას ქართველი ხალხი - გაწეწავს და ჩააქვესკნელებს, თუ გულში ჩაიკრავს.

ია აბულაშვილი
28.03.2021

ნათია მეზვრიშვილი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც დემარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა მის გამოსვლას მხოლოდ ერთი მიაზნი ჰქონდა - ყოფილი პრემიერის გადადგომის გამართლება. ასე აფასების ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გამოსვლას შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×