თამთა ჩაჩანიძე
02.04.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროპარლამენტრებისგან შენიშვნები ყურადსაღებია, თუმცა ჯერჯერობით საგანგაშო არაა, რადგან ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალია და არა საბოლოო.

თამთა ჩაჩანიძე
02.04.2021

„ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ 7 ევროდეპუტატის განცხადება ფინანსური დახმარების შეჩერებაზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ეს განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2021

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „პოზნერის ღამის" მიზეზი არა ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღის აგორების მცდელობა, არამედ საზოგადოებაში იმ განწყობილების გადაფარვა იყო, რომ ოპოზიციის „მოქმედება წყალს რუსეთის ინტერესებზე ასხამს".

ია აბულაშვილი
01.04.2021

თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა, ცნობილი ქართველი მეცნიერი თემურ ნანეიშვილი „რეზონანსთან" სამარცხვინოს და პროვინციულ ფაშიზმს უწოდებს. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეები ასე არ იქცევიან.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2021

ამით ოპოზიციას სურდა, რომ გავრილოვის ღამის მსგავსი სურათი დაეხატა, არაა გამორიცხული, რომ მათ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადონ იმისათვის, რომ სიტუაცია აირიოს - ასე აფასებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები იმ პროტესტს, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა. ოპოზიციიდან „გირჩის" ლიდერებიც ანალოგიურად ფიქრობენ.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2021

ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ს პასპორტით, ისინი ქვეყანაში კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოვიდნენ, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისარგებლა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლას და მასთან დაკავშირებულ პროტესტს.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2021

კორონავირუსის ახალი ტალღის საფრთხემ ქვეყანა შეზღუდვების მესამე წრეზე დაატრიალა - დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერტილოვანი შეზღუდვების დაბრუნებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციაა მეორე ტალღის წინა პერიოდის მსგავსია და თუ მოსახლეობამ სიფრთხილე არ გამოიჩინა, მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება.

ია აბულაშვილი
31.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ მოაწერა. ევროპული მედიაცია შეუსრულებლი აღმოჩნდა და ოპოზიცია ამჯერად საქართველოში აშშ-დან საგანგებო წარმომადგენლების ჩამოსვლის მოლოდინშია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში.

ია აბულაშვილი
31.03.2021

"ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნაზე" - ასე ეხმაურება გიორგი გახარია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებას, ევროპული მედიაციის ჩართულობით.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2021

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკომენტაროდ დატოვა - რა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის შვედი დიპლომატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და რა იქნება შემდეგი ნაბჯები - ექნება თუ არა მის მისიას გაგრძელება, თუ სხვა ფორმატში შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგი, ჯერჯერობით უცნობია.

ელზა პაპოშვილი
31.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის უკვე მეორე უშედეგო ცდის შემდეგ,  ხელისუფლებასა  და ოპოზიციას შორის შეთანხმებისთვის მიეღწია, ჩნდება კითხვები რა იქნება შემდეგ. 

ელზა პაპოშვილი
31.03.2021

კრისტიან დანიელსონის მისია კვლავ შეუსრულებელი აღმოჩნდა - ევროპელი მედიატორის მომზადებული შეთავაზება მოლაპარაკების ყველა მხარემ დაიწუნა და უარი თქვა ხელის მოწერაზე. მოლაპარაკების ბედი გაურკვეველია. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ევროპელი მედიატორმა განაცხადა, რომ თავისი მისიის შედეგებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გააცნობს და შემდეგ ის გადაწყვეტს, როდის და რა ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის მედიაციის პროცესი და გაგრძელდება თუ არა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×