ია აბულაშვილი
05.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდბული გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო, გაფრთხილების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უზრუნველყოს. მას გირაოს გადასახდელად მიეცა დამატებითი ერთკვირიანი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურა სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2021

კულტურის სფეროს გარკვეულმა ნაწილმა, უმრავლესობის დეპუტატისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია შექმნა, მათი აზრით წულუკიანის კადიდატურა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია, თუმცა ამავე სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განსხვავებული მოსაზრებისაა.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2021

„ნაცმოძრაობას" არ სურს, რომ ოპოზიციურ ველზე ნორმალური კონკურენტი ჰყავდეს, ამიტომ მათ სარარჩევნო რეფორმა ხელს არ აძლევს, რადგან ის სწორედ პატარა პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის მიერ საარჩევნო რეფორმის პროცესის ბოიკოტირების კომენტირებისას.

ელზა პაპოშვილი
04.02.2021

ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ოპოზიცია კი ამას არ აპირებს, მიაჩნიათ, რომ ახლა ამის შემოწმებას აზრი არა აქვს, რადგან „ყველაფერი გადაწიკწიკებულია“. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობისთვის საჭიროა პარლამენტში შესვლა, რასაც ოპოზიცია არ გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2021

„ოცნება" მზადაა საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ოპოზიციას გარკვეულწილად ხელს აძლევს, განსაკუთრებით საშუალო და პატარა პარტიებს, თუმცა ამ რეფორმის გატარებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც პარლამენტში ფიზიკურად არ არის. ამიტომ, როგორც „ოცნება" ასევე პარლამენტში მყოფი თითო--ოროლა ოპოზიციონერი ბოიკოტში მყოფ კოლეგებს მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ, რაზეც უარს იღებენ. ამიტომ, ცხადია, რომ რეფორმას ამ ეტაპზე პერსპექტივა არა აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2021

იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. ამასთან დაკავშირებით კი მთავრობამ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2021

ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებმა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების არ გაუქმების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, მათი განცხადებით, ეს იმის წინაპირობაა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს.

ელზა პაპოშვილი
03.02.2021

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში  ამბობს, რომ ტაქტიკურად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მანდატების არ გაუქმებასთან დაკავშირებით  სწორი, რადგანაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ოპოზიციას საცდუნებლად კარი ღია დაუტოვა. 

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2021

საქართველოში შემოსვლა სულ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტივდება, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი "პისიარ" ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთიც ემატება. რამდენად უსაფრთხოა ვიზიტორების მხოლოდ „პისიარ" ტესტით შემოშვება და რა ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, თუ რესტორნები და ბარები კვლავ დაკეტილია.

ქრისტინე კაპანაძე
03.02.2021

 ბოლო პერიოდში, საქართველოში, აქტიურად დაიწყო საუბარი კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალი, შესაძლო მესამე ტალღის გავრცელებაზე. მაშინ როცა ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ შეზღუდვებისა და რეგულაციების ეტაპიდან უკვე ინფექციონისტები ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროებას აანონსებენ.

ელზა პაპოშვილი
02.02.2021

51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს. „ოცნებამ" გადაწყვიტა, მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილება არ გაუუქმოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ. რა იქნება შემდეგ და როგორ შეიძლება  ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს? 

ია აბულაშვილი
02.02.2021

მმართველი პარტია ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმას ორი არგუმენტით ამყარებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლოების 2/3 საპარალამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვის მომხრეა, მეორე არგუმენტი კი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოწოდებაა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×