ია აბულაშვილი
25.03.2021

წარუმატებელი მოლაპრაკებების შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს საქართველოში ჩამოვა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპრაკებები მისი მედიაციით განახლდება. ოპოზიცია მეორე რაუნდში არ აპირებს არც მოთხოვნების შეცვლას და არც გეგმების. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დაანონსებული აქციები რეგიონებში გაიმართება იმ პერიოდშიც, როცა თბილისში დანიელსონის ჩართულობით მოლაპრაკებები განახლდება. „ლელო" კი ახალ კამპანიას იწყებს "მოითხოვე ვადამდელი არჩევნები" და ხელმოწერების შეგროვებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
25.03.2021

სენატორების შეფასებებზე, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას აპირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ამ განცხადებებით ოპოზიციის „აბსურდულ ცილისწამებებსა და სპეკულაციებს წერტილი დაესვა".

ია აბულაშვილი
25.03.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდზე, რომელიც უახლოეს მომავალში კრისტიან დანიელსონის ჩართულობით განახლდება, თანამედროვე „შულავერის კომიტეტის" წევრები ისევ ორი საკითხის - ვადამდელი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების პედალირებას შეეცდებიან, აბობს „რეზონანსთან" ექსპერტი პეტრე მამრაძე, თუმცა იმედი აქვს, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესებს არ დათმობს.

თამთა ჩაჩანიძე
25.03.2021

აშშ-ის სენატორების განცხადებები ზუსტად იმის გამოძახილი იყო, რაც ბრიუსელში და სტრასბურგში გაკეთდა, არადა ოპოზიცია აქ ელოდა, რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოტრიალდებოდა, აცხადებს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ელზა პაპოშვილი
24.03.2021

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს სენატში გაკეთებული განცხადებები, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებისგან დიდად არ განსხვავდება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ როგორც დასავლეთი, ასევე ამერიკა მიიჩნევს, რომ ის რაც საქართველოში ხდება, რუსული სცენარით თამაშია.  

თამთა ჩაჩანიძე
24.03.2021

ქვეყანაში ვაქცინაცინისადმი უპრენცენდენტო პასიურობაა, რის გამოც სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თუ სურათი არ შეიცვალა, შესაძლოა პროცესი საყოველთაო გახდეს. სადღეისოდ ჯანდაცვის სფეროს მხოლოდ 4000-ზე ოდნავ მეტი წარმომადგენელია აცრილი.

ქრისტინე კაპანაძე
24.03.2021

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან" ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება, კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. დამატებითი სიფრთხილისთვის შედის ცვლილება ვაქცინაციის პროტოკოლში - ვაქცინაციის შემდეგ პაციენტის დაყოვნების დრო 30-და 45 წუთამდე იზრდება.

თამთა ჩაჩანიძე
24.03.2021

23 მარტის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა საქართველოს თემაზე ზუსტად იმ განცხადებებისა და შეფასებების გამოძახილი იყო, რაც მანამდე ევროპამ გააკეთა - ასე შეაფასეს ანალიტიკოსებმა „რეზონანსთან" სხდომა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში", რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა.

ქრისტინე კაპანაძე
24.03.2021

 „სამწუხაროდ, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც აშშ-ის სენატის მოსმენიდან სათავისო გზავნილები გამოიტანა მხოლოდ - ამ გზავნილებით დაიწყეს ოპერირება და მანიპულირება.

ელზა პაპოშვილი
23.03.2021

7-დღიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპა არ ნებდება და მიიჩნევს, რომ საქართველოზე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. სამშაბათს გაირკვა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა საქართველოში და ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკება მისი მედიაციით განახლდება. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამჯერად მედიატორის პოზიცია სავარაუდოდ უფრო ხისტი იქნება და მხარეებზე გარკვეულ ზეწოლასაც მოახდენს, რათა მმართველი პარტია დაოპოზიციას შეთანხმებაზე დაიყოლიოს.

თამთა ჩაჩანიძე
23.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ფეისბუკზე" დაწერა, რომ რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვა, თუმცა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტერიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რატომ კეთდება ევროპაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ვის უნდა დავუჯეროთ?

ია აბულაშვილი
23.03.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს,  რომ ოპოზიციის გეგმებში ცვლილებები არ იგეგმება. დაანონსებული აქციები რეგიონებში გაიმართება იმ პერიოდშიც, როცა თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენლის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპრაკება განახლდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×