თამთა ჩაჩანიძე
23.03.2021

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი", 9 აპრილს „მარადისობის დღეს" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე დააფუძნებს. მან სამშაბათს სპეციალური ბრიფინგიც კი გამართა, სადაც თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი სახალხო მოძრაობა იქნება, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ექნება.

ქრისტინე კაპანაძე
23.03.2021

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენ-დი-აი") მიერ ორთვიანი ინტერვალით ჩატარებული კვლევების თანახმად, გასული წლის დეკემბრიდან წლევანდელ თებერვლამდე პერიოდში 8%-ით შემცირდა „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა, 2%-ით გაიზარდა „ნაცმოძრაობის" რეიტინგი და რაც მთავარია, 15%-ით მოიმატა ისეთმა ამომრჩეველმა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენისათვის და ამ მხრივ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლოა კარგი შანსი აქვს.

ია აბულაშვილი
23.03.2021

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი დაწრმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დარუნება თბილისში ნაადრევია და ჯობდა ის „ცხელი თავების“ გაგრილებას დალოდებოდა - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების განახლებას. მისი ვარაუდით, დანიელსონის ტონი ამჯერად გაცილებით მკაცრი იქნება და იგი კატეგორიულად მოითხოვს თბილისში შეთანხმების მიღწევას.

თამთა ჩაჩანიძე
23.03.2021

ბრიტანულმა შტამმა ევროპაში ძველი, კლასიკური კორონავური უკვე პრაქტიკულად ჩაანაცვლა. ეს შტამი, რომელიც გაცილებით უფრო აქტიურად გადამდებია და შესაბამისად, უფრო მკაცრ შეზღუდევებს მოითხოვს, საქართველოშიცაა დაფიქსირებული და თუ აქაც დომინანტი გახდა, შესაძლოა ერთ კვიარში მთელი ქვეყანა მოიცვას და მაშინ მკაცრი შეზღუდვების თავიდან შემოღებას ვერ ავცდებით

ქრისტინე კაპანაძე
23.03.2021

 უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა შესაძლოა ასოცირების დღის წესრიგს საფრთხე შეექმნას. პრეზინდეტის ყოფილი მრჩეველის, თენგიზ ფხალაძის თქმით კი, გამორიცხულია ევროპამ ასოცირების ხელშეკრულება, ან უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს.

ია აბულაშვილი
22.03.2021

"არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან, მალე შევხვდებით"- ასეთ განაცხადს აკეთებს ერთთვიანი დუმილის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. მისი თქმით, იგი პოლიტიკიდან არ მიდის და უახლოეს მომავალში ყველა კითხვას ამომწურავად გასცემს პასუხს.

ელზა პაპოშვილი
22.03.2021

ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი - საზოგადოებას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ უკვე ამცნო, რომ ის არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. ის მოვლენებს მიჰყვება და ამის მიხედვით იმოქმედებს. 

თამთა ჩაჩანიძე
22.03.2021

ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებელი ბევრი კარი როგორც ჩანს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის გაიხსნება - უახლოეს მომავალში თვითმფრინავში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებული მგზავრები აუშვან. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, ავსტრალიური „ქანტას" სხვა ავიაკომპოანიებს მოუწოდებს, რომ მხოლოდ კორონავირუსზე აცრილ მგზავრებს მოემსახურონ - მანამდე, მსგავსი შინაარსის განცხადება ბრიტანულმა ფლაგმანმა "ბრითიშ ეარვეისმაც" გააკეთა, რომ შეზღუდვები მხოლოდ ვაქცინირებულთათვის მოხსნილიყო.

თამთა ჩაჩანიძე
22.03.2021

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა, ვაქცინის შემოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში 21 მარტის მონაცემებით ჯადაცვის სექტორის 3800-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელია აცრილი - პროფესიონალები თვლიან, რომ თუ ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს.

თამთა ჩაჩანიძე
21.03.2021

ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამით ოპოზიცია რისკზე მიდის, რადგან ამ დროისთვის ხალხის ფართო მასების ქუჩაში გამოყვანა თუ ვერ შეძლეს, ადგილობრივ არჩევნებზე პერსპექტივასაც  და ერთიანობასაც დაკარგავს.

ქრისტინე კაპანაძე
21.03.2021

 ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა. უკავშირდება თუ არა საბანაძის გადადგომა, ევროკავშირის შუამავლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლას?

ია აბულაშვილი
21.03.2021

ოპოზიცია პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ეთანხმება იმ საკითხებს, რომელიც ხელისუფლებამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო და შესაბამისად, მოლაპარაკების გაგრძელება გამორიცხული არაა - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ მომამავ კვირას დაგეგმილი ევროკავშრის მინისტერიალის შემდეგ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკება შეიძლება ისევ გაგრძელდეს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×