ია აბულაშვილი
21.03.2021

ოპოზიცია პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ეთანხმება იმ საკითხებს, რომელიც ხელისუფლებამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო და შესაბამისად, მოლაპარაკების გაგრძელება გამორიცხული არაა - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ მომამავ კვირას დაგეგმილი ევროკავშრის მინისტერიალის შემდეგ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკება შეიძლება ისევ გაგრძელდეს.

ია აბულაშვილი
21.03.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას  შორის მოლაპარაკებების დროს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშეილის ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელოსონის ჩართულობით გაიმართა, ერთ-ერთ საკითხად ოპოზიცის მხრიდან დასმული იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი.

ქრისტინე კაპანაძე
21.03.2021

 ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის, მათივე განცხადების საფუძველზე, საპარლამენტო მანდატების გაუქმება პარლამენტმა დროებით დააკონსერვა. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შემდეგ რამდენად შესაძლებელია, რომ ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგეს?

ელზა პაპოშვილი
21.03.2021

ახალციხეში ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის  გარდაცვალებამ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს ახალი ბიძგი მისცა. ყველაზე დამაფიქრებელი ის გარემოებაა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ანტივაქსერი მედიკოსებს შორის გვყავს. ახალციხის ტრაგედიის შემდეგ, რეგიონებში ვაქცინაცია პრაქტიკულად ჩაშლილია, თბილისში კი აცრის გაკეთების მსურველ ექიმთა რაოდენობა განახევრდა.

ელზა პაპოშვილი
21.03.2021

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა და რეგიონებში ბოლო ორი დღეა, თითქმის ჩაიშალა. იგი კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმა სამედიცინო პერსონალისგან უმძიმესი ფაქტი იქნება, რომლიც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.

ქრისტინე კაპანაძე
21.03.2021

 ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის ცნობით, 15 მაისს პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართება, მანამდე კი ოპოზიცია ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავა მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ გეგმას არ იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებელი" და მის გადახედვას ითხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ხელისუფლებას მხოლოდ რუსთაველზე გამართული პერმანენტული და მრავალრიცხოვანი აქციები აშინებს და ოპოზიცია ერთჯერადი, თუნდაც მრავალრიცხოვანი პროტესტით პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის - ასე ეხმიანება ოპოზიციის გეგმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციას დაახლოებით ისეთი მოსამზადებელი კამპანიის ჩატარებას ურჩევს, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ასეთ შემთხვევაში 15 მაისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი და შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს, თუმცა თუკი მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მაისშიც ვერ შეძლეს, ოპოზიცია ყველაფერს კარგავს და მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე წარმატების პერსპექტივასაც.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

„გირჩი" „ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს, თუმცა როდის, ამაზე კონკრეტული თარიღი ჯერ არ იციან. „რეზონანსთან" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე საუბარი ჯერ არ იქნება, რადგან უპირველეს ყოვლისა მათი მიზანია გაიგონ მოლაპარაკებები რეალურად ვისი მიზეზით ჩაიშალა.

ელზა პაპოშვილი
19.03.2021

ევროპიდან გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი 7 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რაიმე შეთანხმებამდე მიეყვანა. მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ირგვლივ შეთანხმება ვერაფერზე მოხდა. დენიელსონს ბოლო მცდელობა 18 მარტს ჰქონდა, რაც  10 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა დამარცხდა. მოლაპარაკებიდან გამოსულმა კი თქვა, რომ ყველაფერს შარლ მიშელს დეტალურად მოახსენებს. 

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

ოპოზიციამ შესაძლოა 20 მარტის აქცია გადადოს, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებენ და აქციაზე იმისი 10 %-იც არ მოდის, ვინც ოპოზიციის თქმით, არჩევნებზე მათ მხარი დაუჭირა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×