ია აბულაშვილი
10.03.2021

6-პუნქტიანი გეგმა და 1 კვირაღა - საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოთხოვნით რაც შეიძლება მალე უნდა მოძებნოს, თუმცა, ბრიუსელის შეხვედრამდე ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების არცერთი რაუნდი არ გამართულა.

ელზა პაპოშვილი
10.03.2021

გაართულა თუ არა მოლაპარაკების პროცესი ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ოპოზიციაში აბობენ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯი უნდა გადმოდგას და კომპრომისული წინადადებები შესთავაზოს - ხელისუფლება კი პირიქით აცახდებს, რომ დათმობაზე ოპოზიცია უნდა წავიდეს. 

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2021

კორონავირუსით რეინფიცირება არის ის შემთხვევა, როცა ადამიანმა კოვიდი უკვე გადაიტანა და მისი მსხვერპლი ხელმეორედაა - ეს კი  მაშინ ხდება, თუ ადამიანს ვირუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ან ანტისხეულები კარგად არაა გამომუშავებული.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2021

ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი მედიატორის მოლოდინში არიან. უახლოეს დღეებში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ეწვევა. ოპოზიციაში იმაზე მსჯელობენ, უნდა დათანხმდნენ თუ არა შეხვედრას, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან პრემიერი ირაკლი ღარიბაშილი იჯდება. დასავლელი დიპლომატები კი ხელისუფლებას პირველი ნაბიჯის გადადგმასა და „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვენ.

ია აბულაშვილი
09.03.2021

დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომლის ერთ-ერთი პოტენციური ხელმძღვანელიც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა იყო. იგი უკვე დაკავებულია თავის 5 პირად მცველთან ერთად, თუმცა „ოფიციალურად“ მათ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება აქვთ წაყენებული.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2021

ბერა ივანიშვილის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო. იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უწყება თავად წყვეტს გამოძიება რა მუხლით დაიწყოს და სამართლებრივი შეფასება ბრალდების თვალსაზრისით რა კუთხით მისცეს, თუმცა ამჯერად პროკურატურამ „ყველაზე უარესი" გადაწყვეტილება მიიღო.

ია აბულაშვილი
09.03.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, „ოცნების“ დაშლაზე საუბარი ყოველგვარ საფუძელს მოკლებულია, რადგან გუნდიდან არავინ არსად არ წასულა. ამ ხმებს კი, მისი თქმით, ავრცელებენ ისინი ვინც რევოლუციის ილუზიებიდან ვერ გამოდის.

ელზა პაპოშვილი
09.03.2021

მსახიობ ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე „რეზონანსთან“ ყვება, რომ ის და მის ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ, რის შედეგადაც უკვე დაკარგეს ერთი ბინა, რომელიც ლელა გოცირიძემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ახლა კი  შესაძლოა ის ბინაც დაკარგონ, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2021

ჩანაწერების სკანდალი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების პროცესს ფორმალურად ხელს ვერ შეუშლის, თუმცა მხარეების თანამშრომლობისკენ განწყობას შეამცირებს. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

ზვიად მახარაძე
09.03.2021

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვინაობა, რომელიც კვლავ შეეცდება ხელისუფლება და ოპოზიცია არა მარტო მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, არამედ 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ამ დღეებში თბილისში ჩამოვა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან ერთად შუამავალის როლს შეასრულენს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში.

ია აბულაშვილი
08.03.2021

ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, რომ მოლაპარკებებს ალტერანტივა არ აქვს, ამ დრომდე მხარეებს შორის მოლაპარაკების რაუნდი არ გამართულა, არადა ბრიუსელში ასოცირების სხდომის გამართვამდე სულ ცოტა დრო რჩება და ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რა გავლენას იქონიებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პროცესზე.

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2021

ამერიკის გლობალურ დონეზე მკვეთრი გააქტიურებით სიტუაცია სერიოზულად იცვლება და ახალი ცივი ომი ცხელ ფაზაში გადადის, რაც საქართველოზე პირდაპირ აისახება და გლობალური გავლენის ცენტრების - რუსეთისა და აშშ-ის ჩართვა თანდათან აშკარა ხდება აქ - მიიჩნევენ ექსპერტები


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×