მარიამ ნებულიშვილი 20.08.2020

არჩევნებამდე თითქმის ორი თვეა დარჩენილი. საზოგადოებამ ახალი სისტემით უნდა დააკომპექტოს პარლამენტი, რათა მოამზადოს ბაზა 2024 წლის სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის. პოლიტოლოგების შეფასებით ეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი არჩევნები იქნება. ექსპერტთა ერთი ნაწილი საზოგადოების კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მრავალპარტიულ პარლამენტს მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი ამაში რისკებს ხედავს.
|
მარიამ ნებულიშვილი 19.08.2020

ნიკა მელიას ინიციატივას, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომლის თანამხადაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მათ პოზიციას დეკლარაციაზე ხელის მოწერით გამყარება არ სჭირდება. ისედაც უარზე არიან მმართველ გუნდის მხარდაჭერაზე.
|
ია აბულაშვილი 19.08.2020

„არჩევნებამდე პერიოდში სიახლე არ გვექნება, საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელიც გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა," - აცხადებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საუბრისას.
|
მარიამ ნებულიშვილი 19.08.2020

ოპოზიციას უჭირს პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. „ევროპული საქართველოს" განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ექსპრეზიდენტი იქნება, ისინი ამ კოალიციას მხარს არ დაუჭერენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.08.2020

მთავრობა თურქეთის ხელისუფლების ზეწოლით ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევას აგრძელებს. ახლახან ავტორიზაცია რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმს გაუუქმეს. როგორც სკოლის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ეს ყოველგვარ საფუძველს მოიკლებული მიზანმიმართული კამპანიაა.
|
მარიამ ნებულიშვილი 19.08.2020

„რეალურად გამოდის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის არც იმას ვინც ამ ლოზუნგს მმისდევს, არ ესმით საპარლამენტო მმართველობის არსი და ფუნქცია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტან გაძირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნაზე.
|
ია აბულაშვილი 18.08.2020

„ამ იდეის ინიციატორი ვიყავი მე, როცა პირველივე შეხვედრაზე ნათელაშვილის ოფისში ვთქვი, რომ ივანიშვილთან რაიმე კოალიციის ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია. ახლა ვისი იდეაც გინდა იყოს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, დეკლარაციას ხელს მოვაწერ“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ განცხადებას ახალი დეკლარაციის მიღების თაობაზე.
|
რეზონანსი 18.08.2020

„ქართულმა ოცნება“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ ამჯერად გოგი მეშველიანი წარადგინეს.
|
მარიამ ნებულიშვილი 18.08.2020

„ნაციომნალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომ ისინი მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოლიციას „ქართულ ოცნებასთან". ამას თავად ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით „ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ ცდილობს დანარჩენი ოპოზიციის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.08.2020

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს გია ვოლსკის „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და უმრაველოსბის ყოფილი დეპუტატი და პარტია „ჩვენი საქართველოს" ლიდერი გედევან ფოფხაძე დაუპირისპირდებიან.
|
მარიამ ნებულიშვილი 18.08.2020

ოპოზიციამ თბილისის „ვაკანტურად" დარჩენილ ბოლო ორ ოლქშიც დაასახელა მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები: დიდუბე-ჩუღურეთში - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და საბურთალოს ოლქში - ირაკლი ოქრუაშვილი. ამას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის" ერთგვარი ულტიმატუმი, რომ თუ დანარჩენი ოპოზიცია ამ ორ ოქლში საერთო კანდიდატებზე ვერ შეთამხდებოდნენ, ისინი თავად დააყენებდნენ თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს.
|
ია აბულაშვილი 18.08.2020

„გაერთიანებულ ოპოზიციაში კარგად იციან, რომ ძალაუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ დღეს რეალურად ბრძოლა მიდის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ერთმანეთის ელექტორატის ხელში ჩასაგდებად; საფუძველს მოკლებული არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს მოხსნას სააკაშვილის ფაქტორიც“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში შექმნილ ვითარებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|