ეკატერინე ბასილაია
28.10.2017

 "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოსთვის დაწუნებული დეპუტატებისთვის სასათბურე პოსტების შეთავაზებაზე ფიქრობს და ექსდეპუტატების ნაწილი ამას ელოდება კიდეც. პარტიის მმართველობამ საკრებულოს ყოფილი დეპუტატების ნაწილს თანამდებობები უკვე შესთავაზა.

თიკო ოსმანოვა
28.10.2017

 პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, თიანეთის ანალოგიური მოვლენები, შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც განმეორდეს, რადგან თიანეთში შეიქმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია, დაუპირისპირდე მმართველ ძალას და მოიგო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს შემთხვევა ყველა არჩევნებზე ემახსოვრებათ.

ნინო ქეთელაური
28.10.2017

 ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ორგანიზაციის წევრებს, მათ შორის საქართველოს, 20 წინადადებას შესთავაზებს, რაც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
27.10.2017

 თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ინტრიგა რჩება მხოლოდ ოთხ ქალაქში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთში. ესენი ის რეგიონებია, რომლებიც "ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდეს, აქედან რომელიმეში საადავეების აღება ვერ შეძლოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესოდ ბორჯომი და ოზურგეთი განიხილება, სადაც კონკურენტებს, პრაქტიკულად, ერთნაირი შანსი აქვთ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების მიხედვით ასე ჩანს.

ეკატერინე ბასილაია
27.10.2017

 "სეპარატიზმის იდეა უკვე დამარცხდა, რაც ჩვენთვის კარგია... ევროპა კატალონიას არასდროს აღიარებს, კატალონიას კი რუსეთი არ ჰყავს, რომელიც შეინახავს" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

გვანცა ღვედაშვილი
27.10.2017

 კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. ამბობს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ყოფილ ოპონენტებთან, თუმცა ოპოზიციონერი კანდიდატები მერთან თანამშრომლობის საკითხს განსხვავებულად აღიქვამენ. ნაწილისთვის ეს პროცესი მისაღებია, ნაწილისთვის კი შემოთავაზება არადამაჯერებელი და ამავდროულად მიუღებელია.

ია აბულაშვილი
27.10.2017

 "კალაძემ პოლიტიკურად თავისი პოზიცია გაიმყარა, არჩევითი თანამდებობა დაიკავა, ვერავინ მოხსნის ვადის ამოწურვამდე. რაც შეეხება იმას, როგორი მერი იქნება, რა თქმა უნდა, ნარმანიასთან შედარებით ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
27.10.2017

 "ჩვენ რომ არ გვქონდეს დასაბუთებული ეჭვები და ეს უბნები რეალურად გაყალბებული არ იყოს, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოიწვევდა ჟურნალისტებს, გახსნიდა ამ უბნებს და ყველას აჩვენებდა, როგორ სამართლიანად ჩატარდა არჩევნები და როგორ ტყუილად ხმაურობს ოპოზიცია," - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციაში.

ნინო ქეთელაური
27.10.2017

 "რაც დრო გადის, საზოგადოების მხრიდან სულ უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის დაპირებების რეალიზაციის პროცენტი ძალიან დაბალია," - ასე აფასებს არჩევნების შედეგებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

გვანცა ღვედაშვილი
26.10.2017

 ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის - საქართველოსთვის, ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.

ეკატერინე ბასილაია
26.10.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ე.წ. მინისტრი დიმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" კატალონიაში იმყოფებოდა და ბარსელონაში "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა".

თიკო ოსმანოვა
26.10.2017

 "ზუსტად ის შედეგი, რაც ახლა "ქართულმა ოცნება" დადო, 2010 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა, 2 წლის შემდეგ კი დაკარგა ძალაუფლება. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ "ოცნების" ლიდერებმა და არ ჰქონდეთ რაღაც ილუზია.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×