ეკატერინე ბასილაია
23.10.2017

 თბილისის მერობის არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, იქნებოდა თუ არა მეორე ტური და შეძლებდა თუ არა უპარტიო და უფულო კანდიდატი, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი გამხდარიყო. მეორე ტური არ შედგა, 51.13%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით და მმართველ პარტიასთან კონკურენციაში ყველა ოპოზიციური პარტია უკან ჩამოიტოვა.

გვანცა ღვედაშვილი
23.10.2017

 ქუთაისში ქალაქის მერის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თვითმმართველ ქალაქებს შორის ქუთაისი ერთადერთია, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი პირველსავე ტურში ვერ გადალახა. ჯერჯერობით უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში გასული "ნაციონალის" - გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად. პოლიტოლოგების შეფასებით კი, გაერთიანება საეჭვოა, რადგან, ჯერ ერთი, რომ ოპოზიციას ეს ისედაც უჭირს და, მით უმეტეს, "ნაცმოძრაობის" ღიად მხარდაჭერას ყველა პარტია ერიდება.

თიკო ოსმანოვა
23.10.2017

 "სამწუხაროდ, ეს პროცესი შეიძლება რევოლუციური კრიზისისკენ გადაიხაროს. როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გადადის ერთ ხელში და პოლიტიკურ პროცესებს პერსპექტივა უკვდება, როგორც კი გამოჩნდება რეალური ალტერნატივა, ის წალეკავს ყველას და ყველაფერს. ეს არ მოხდება ძალიან გვიან, როგორც ხელისუფლებას ჰგონია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
23.10.2017

 ამომრჩევლის იძულებით მიყვანა უბნებზე, მოსყიდვა, მათზე ინფორმაციის შეგროვება, საარჩევნო აგიტაცია - ის ბრალდებებია, რასაც "ქართულ ოცნებას" ოპონენტები უყენებენ. ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნებმა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების სრული კონტროლის ფონზე ჩაიარა და "ქართულმა ოცნებამ" ხმები დაშინებისა და მოსყიდვის გზით მოიპოვა.

ნინო ქეთელაური
23.10.2017

 კახა კალაძეს თბილისის მერობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რომ ეყარა კენჭი, იმაზე მეტ ხმებს მიიღებდა, ვიდრე მიიღო. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თიკო ოსმანოვა
22.10.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გულის შეტევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. 

ეკატერინე ბასილაია
21.10.2017

 მარნეული, ბოლო 2 წელია, არჩევნებისას ისევ ყველაზე მწვავე და სახიფათო ადგილად რჩება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" წევრები დაცხრილეს, მათ შორის 2 უმძიმეს მდგომარეობაშია, ერთ-ერთი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი. მომხდართზე ვერსია ორია - ბიზნესთან დაკავშირებული დაპირისპირება ან დაპირისპირება "ქართული ოცნების" შიგნით.

თიკო ოსმანოვა
21.10.2017

 არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მორიგი სამთავრობო ცვლილება განხორციელდეს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილება განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეეხება. მმართველ გუნდში ამაზე ღიად არავინ საუბრობს. მიაჩნიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

ეკატერინე ბასილაია
21.10.2017

 დღეს, 21 ოქტომბერს, 64 საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება - ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე შეწყდება, პირველადი შედეგებიც ეგზიტპოლების სახით ამ დროს გამოქვეყნდება და, ქართული არჩევნების ერთგვარი ტრადიციისამებრ, შედეგებზე პირველი სპეკულაციაც ამ დროიდან დაიწყება.

გვანცა ღვედაშვილი
21.10.2017

 "მთავარი, რაც არ შეცვლილა, ის არის, რომ მმართველ და ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის დიდი ფინანსური სხვაობაა, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, მოსახლეობაში მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნები არაფერს შეცვლის, ხოლო დაპირისპირებას იმ რეგიონებში ელოდება, სადაც უკვე მოხდა გარკვეული ექსცესები.

მარი ჩიტაია
21.10.2017

 ოკუპირებულ რეგიონებში ღორის ჭირი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა აკრძალა კიდეც ცხინვალიდან თავის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანა. უცნობია, აფხაზეთთან მიმართებით მიიღო თუ არა ზომები რუსეთის ფიტო-ვეტერინარიულმა სამსახურმა. გალელების თქმით, აფრიკული ჭირის გამო პირუტყვი დაეხოცათ ისე, რომ დაავადებასთან გამკლავების საშუალება არ ჰქონდათ. ცხადია, საეჭვო ხორცი საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოდის.

გვანცა ღვედაშვილი
21.10.2017

 "დიდი სიფრთხილეა საჭირო. მარნეულში საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სახიფათო მიმართულებით არ უნდა წავიდეს. თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში არჩევნების დღეს მუდმივად არის დაძაბულობა. ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არჩევნებისას, მის შემდგომაც ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოს ამ რეგიონში, რათა შემდგომ ქვეყნის სტაბილურობას არ შეექმნას პრობლემა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან" არჩევნების დღეს შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×