თეო გუდავაძე
31.08.2017

 რკინიგზელთა პროტესტი 16 დღეა, გრძელდება, უკმაყოფილო თანამშრომლები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. მთავრობა პრინციპულად არ ერევა კონფლიქტში, რკინიგზელები კი, ფაქტობრივად, უმოქმედოდ უყურებენ განვითარებულ მოვლენებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე 2 ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში. მოშიმშილეების ნაწილი უკიდურესი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. მშრალი შიმშილობის პირობებში ორგანიზმი მხოლოდ 3-5 დღე ძლებს.

ნინო ქეთელაური
30.08.2017

 ხანძრის ლიკვიდაციის დროს, საქართველოს უნდა მიეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება - არა მარტო პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეშიც დავის საგანია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ისტორიაში კრისიზულ ვითარებაში მტრულ სახელმწიფოებს შორის დახმარების შემთხვევები ყოფილა, თუმცა, ეს მაშინ, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა, ხოლო საქართველო-რუსეთის ფაქტი "უნიკალურია".

გვანცა ღვედაშვილი
30.08.2017

 საქართველოს ტერიტორიებზე ხანძარი ისევ გაჩნდა. ამჯერად ახალი კერები საგარეჯოს რაიონ სოფელ მანავში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირსა და აბასთუმნის ტყეში ფიქსირდება. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს ჯერ ისევ თავს არიდებენ შსს-ში. როგორც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, ახლა მთავარი ამოცანა ხანძრების ლიკვიდაციაა, გამომწვევ მიზეზებს კი სწორედ ამის შემდგომ გააანალიზებენ.

ეკატერინე ბასილაია
30.08.2017

 "პანკისის მორწმუნეთა უმეტესობა, სალაფიტებს ვგულისხმობ, ოფიციალურად გაემიჯნა "ისლამურ ხალიფატს" და პირიქით, ყველანაირად წინააღმდეგია ახალგაზრდების სირიაში წასვლისა. რადგან ასეთი პოზიციაა, ახალგაზრდების მასობრივად ან თავისიანებისგან ღიად გასვლა არ ხდება," - ამბობს "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომლის თქმითაც, არც უკან დაბრუნების შემთხვევებია ხშირი - მხოლოდ 2 ახალგაზრდაა პანკისში დაბრუნებული და ისიც იმედგაცრუების გამო.

ნინო ქეთელაური
30.08.2017

 "გასაგებია, რომ რუსეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელმაც უდიდესი დარტყმა მოგვაყენა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობაა ის გზა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ურთიერთობები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რუსეთის დახმარება უნდა მიგვეღო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
30.08.2017

 ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში რუსეთის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული ეკლესია ამოქმედდება. უკვე გაცხადებულია, რომ ტაძარი ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება და წირვა-ლოცვას რუსეთის პატრიარქის კურთხევით წარიმართება, ასე წერენ ოსურ მედიაში, თუმცა საქართველოს საპატრიაქროში აცხადებენ, რომ ამ ტაძრის მშენებლობა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და რადგანაც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ხდება ეს მშენებლობა, ლოცვა-კურთხევაც მათ გარეშე უკანონოა.

თიკო ოსმანოვა
30.08.2017

 საქართელოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მორიგი წვრთნები იწყება. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 სტარტს 3 სექტმბერს ახალციხეში, ორფოლოს ცენტრში აიღებს და 11 სექტემბერს დასრულდება. წვრთნებს ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ სპეციალისტები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბრობენ.

ია აბულაშვილი
30.08.2017

 "მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას მეორე ტური და ყველაფერი პირველივე ტურში გასწორდეს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
29.08.2017

 ბორჯომში გაჩენილმა ხანძარმა არა მხოლოდ გარემოსა და ატმოსფეროს მიაყენა ზიანი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც ფინანსურად დააზარალა, რაზეც ეკოლოგი ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრობს.

თიკო ოსმანოვა
29.08.2017

 "დიდი ალბათობით, ელისაშვილის რეიტინგი მაღალია "ნაციონალური მოძრაობისაზე," რომლის რეიტინგი ძალიან შემცირებულია და არ გამოვრიცხავ, არჩევნების წინ თუ მიიღეს რაღაც გარანტიები, ელისაშვილის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

მარი ჩიტაია
29.08.2017

 "საქართველოს რკინიგზა" მოშიმშილეებთან დიალოგს არ თანხმდება. შიმშილობის მეთოთხმეტე დღეც მიილია ისე, რომ არც რკინიგზიდან და არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაფიცულ მოქალაქეებთან შეხვედრა არავის უცდია. არ არის გამორიცხული, მოშიმშილეთა მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყოს, რაც "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურეს კიდეც. მათ არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×