"ყველა მიიჩნევს, რომ 2021 წელი იქნება აღდგენის წელი, საქართველოშიც და მსოფლიოშიც"
გვანცა წულაია
04.02.2021

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსენება, რითაც ეკონომიკას გამოცოცხლების შანსი უჩნდება. მართალია, ყველაფერი სწრაფად ვერ აღდგება, რადგან მას დრო სჭირდება, თუმცა შეზღუდვების მოხსნით შემაფერხებელი ფაქტორები მოიხსნება. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ, სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა, ეკონომიკას ბიძგს მისცემს, რისი მეშვეობითაც, მკვდარი წერტილიდან აღმასვლა დაიწყება. 

ქვეყანაში ვადაზე ადრე, 8 თებერვლიდან აღდგება მუნივიპალური ტრანსპორტი და გაისხნება ღია და დახურული ბაზრობები. ერთი კვირის თავზე კი - 15 თებერვალს, მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ. ასევე 15 თებერვლიდან მოხდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეების გახსნა. ჩამოთვლილი შეზღუდვების მოხსნა, ქვეყნის ეკონომიკას განვითარების შანსს უჩენს. 

ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები დაიწყება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კიდევ არ ჩაიკეტება და ბიზნესი მორიგი შეზღუდვების წინაშე არ დადგება. სწორედ ამის თაობაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია. იგი დარწმუნებულია, რომ 2021 წელი მსოფლიო მასშტაბით, აღდგენის წლად ჩაითვლება, თუკი ახალმა მოულოდნელმა გარემოებამ არ იჩინა თავი.  

„შეზღუდვების მოხსნა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გათვლებს და მონაცემებს. არ შეიძლება რაღაც გაკეთდეს ვიღაცის კეთილი ნებით ანდა ულტიმატუმით. თუ გათვალისიწნებულია ყველა ის მომენტი, რომელიც გახსნისთვის ან შეზღუდვისთვის არის მნიშვნელოვანი, მაშინ მივესალმები. ნამდვილად უნდა ამოქმედდეს ეკონომიკა მაქსიმალური მასშტაბით, რაც კი დღესდღეობით შესაძლებელია, თანაც  ყველა პარამეტრის დაცვით. 

ყველა მიიჩნევს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, 2021 წელი იქნება აღდგენის წელი, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ეს იმედის მომცემია, თუმცა ეკონომიკის მაჩვენებელი იქნება თუ არა, იმაზე მეტი, ვიდრე გვქონდა 2019 წელს, ამაზე პასუხი არავის აქვს. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად შესაძლებელია, რომ 2021 წელის საკმაოდ წარმატებული წელი იყოს, თუ რაიმე ახლმა სირთულემ არ იჩინა თავი, მაგალითად პანდემიის მესამე ტალღამ, ახალმა შტამმა და ა.შ. მსგავსი რამ თუ არ მოხდება, 2021 წელი მსოფლიოს მასტაბით, აღდგენის წლად ჩაითვლება“, - განუცხადა ჭარაიამ „რეზონანსს“. 

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა ძალიან დააზარალა და წლებით უკან დახია. 2008 წლის შემდეგ ქვეყანამ უდიდესი ზარალი 2020 წელს მიიღო, რა დროსაც ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ამის გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება, თუმცა ახლა დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, დადებითი მაჩვენებლისკენ გადადგმული ნაბიჯის ტოლფასია. 

შემოღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა ბევრი ბიზნესი გააკოტრა, არაერთი კომპანია დაიხურა და უამრავი ადამიანი სამსახურისა თუ შემოსავლი გარეშე დატოვა. დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ძალიან აფერხებს, ამიტომ კარგია, რომ მთავრობას მისი ვადაზე ადრე მოხსნა გადაწყვიტა. 

ეკონომიკისთვის ჯერჯერობით წინა წლის მაჩვენებლის გაუმჯობესაბაც კი კარგი შედეგი იქნება. მთავარია, დაწესებული შეზღუდვები ბოლომდე, ეტაპობრივად გაუქმდეს, რათა ეკონომიკის აღდგენისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღარ არსებობდეს. 

ეკონომისტი აკაკი ცომაია იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს  ეკონომიკას დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოუტანს.  

„შეზღუდვების გაუქმება ქვეყანას იმის შესაძლებლობას მოუტანს, რომ ამ წელიწადს არ დაზარალდეს ისე, როგორც ეს მოხდა შარშან მოხდა. გარდა ამისა, ლოქდაუნის მოხსნა ეკონომიკის აქტივობის გამოცოცხლებას გამოიწვევს. ეს კი უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები და აღმოჩნდნენ უმძიმეს სიტუაციაში, მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და შეიმსუბუქონ თავისი რთული მდგომარეობა“, - განუცხადა „რეზონანსს“ აკაკი ცომაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×