რეზონანსი
20.07.2021

საქართველოს ეკონომიკამ კრიზისული პერიოდიდან გამოსვლა დაიწყო. ქვეყანაში ეკონომიკის ყოველთვიური მონაცემები საკმაოდ პიზოტიურია, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკის დარგები ნელ-ნელა ვითარდება. ,,რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, ეკონომიკის რომელი დარგისთვის აღმოჩნდა გასული წელი განსაკუთრებით მძიმე და ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ, დაწყებულია, თუ არა აღდგენის პროცესი. ექსპორტი და წარმოება სახელდება მთავარ დარგებად, რის ხარჯზეც ეკონომიკამ ეპიდემიით გამოწვეული რეცესიისგან თავის დაღწევა შეძლო.

ფაქტია, რომ 2020 წელი მძიმე აღმოჩდა ეკონომიკის ყველა დარგისთვის. კრიზისულ პერიოდში ყველა მიმართულება დაზარალდა, ზოგი მეტად, ზოგიც შედარებით ნაკლებად.

ახლა კი, ვითარები შედარებით გამოსწორების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს დარგები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდებიან.

„გვაქვს ბევრი დარგი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რომლის ხარჯზეც მოხდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

რაც შეეხება 5 ივლისს და პოლიტიკურ მოვლენებს, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთ ძალას არ მივცეთ საშუალება, შეარყიოს პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად საზოგადოება ძალიან ჯანსაღად ეკიდება ამას, მათ შორის ბიზნეს-სუბიექტები, ექსპორტი იზრდება.

ტურიზმი კვლავაც მოწყვლადი რჩება პანდემიის პირობებში, თუმცა ჩვენ გვაქვს ბევრი დარგი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგალითად ქართული წარმოება, ექსპორტი, რომლის ხარჯზეც მოხდება ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - განაცხადა ნათიამ თურნავამ და დასძინა, რომ ჯავშნების გარკვეული რაოდენობა უქმდება, თუმცა ეს მასშტაბურ ხასიათს არ ატარებს და სასტუმროები გადავსებულია.

კრიზისული ვითარების შემდეგ, მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ახლა სხვადასხვა დარგს განვითარების და აღდგენის მეტი შანსი აქვს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმ სექტორებზე საუბრობს, რომლებიც სხვა დანარჩენ ინდუსტრიასთან შედარებით უფრო სწრაფად შეძლებენ აღდგენას.

,,როდესაც აღდგენაზეა საუბარი, ვიხსენებთ იმ სექტორებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მიიღო დარტყმა. ესაა ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. რა თქმა უნდა, კრიზისულ პერიოდში იყო სეტორები, რომლებმაც დარტყმა მიიღებს, მაგრამ მათი ზარალი ზემოთ ჩამოთვლილ დარგის ვარდნასთან შედარებით, ალბათ უმნიშვნელო იყო.

შიდა ტურიზმის დიდი აქტივობაა. მაგალითად, 2019 წელს ქართველებმა უცხოეთში დაახლოებით 6 მლნ დოლარი დახარჯეს და ეს ფული ახლა ქვენის შიგნით, შიდა ტურიზმზე იხარჯება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ანუ, ამ მხრივ შიდა სტუმარ-მასპონძლობის ინდუსტრია მეტ-ნაკლებად გამოდის მდგომარეობიდან და მათ ყოველდღიურ აქტივობაში პოზიტიური ნიშნები იკვეთება.

ტურიზმის შემდეგ, ალბათ უძრავო ქონების სექტორი მოდის. ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების სექტორში გაყიდვები გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს. ეს პრობლემები აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან სამშენებლო მასალები გაიზარდა, ახალი რეგულაციები შემოვიდა და სხვა მრავალი ფაქტორი, მაგრამ მაინც მგონია, რომ გაყიდვები გაიზრდება და ეს ინდუსტრიაც უახლოეს პერიოდში პოზიტიური დიმანიკას შეიძენს", - განაცხადა "რეზონანსთან" ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინებია, რომელიც ბოლო პერიოდში გაუარესებულია.

"ჩვენ ამ დადებით ტენდენციებზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ მთავრი მაინც არის მოლოდინები, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა დაიძაბა, ცუდი მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია და მონაცემები შესაძლოა, კიდევ მეტად გაუარესდეს. ამის გამო, ხვალ ან ზეგ შეზღუდვების დაბრუნების აუცილებლობა რომ დადგეს, რესურსი ალბათ, ეკონომიკას აღარ აქვს და ეს იქნება ყველაზე მძიმე ვითარება, რომელშიც შესაძლოა, ჩვენ აღმოვჩნდეთ. უფრო მეტი მოწესრიგებულობა და მოტივაცია გვმართებს, რომ ავიცრათ და რეგულაციები დავიცვათ", - დასძინა "რეზონანსთან" ლევან ვეფხვაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიურმა და კრიზისულმა წელმა ყველაზე მეტად სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დააზარალა. ამის შესახებ საუბრობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილიც, მაგრამ აღსანიშნავია გარემოება, რომ ტურიზმის მიმართულებით ახლა საკმაოდ დადებითი მოლოდინი არსებობს, როგორც მთავრობაში, ისე ექსპერტულ წრეებში.

"ვხედავთ, რომ კრიზისული პერიოდი ყველაზე ცუდათ ტურიზმის სექტორზე აისახა და წინა მაჩვენებლის დაბრუნებამდე სექტორს ბევრი უკლია, რადგან ჯერ კიდევ არ არის აქტიური მიმოსვლა, საზღვრები ყველგან არ არის გახსნილი და ა.შ, მაგრამ სხვა დანარჩენი დარგის ასე ცალკე გამოყოფა არასწორად მიმაჩნია, რადგან კორონავირუსის პანდემიასთან პირდაპირ კავშირში მხოლოდ ტურიზმი იყო, თორემ კრიზისმა ირიბად მთელი ეკონომიკა დააზარალა", - განუცხადა "რეზონანსს" ზვიად ხორგუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×