ანა ნოზაძე
21.05.2025

სამყაროს უსასრულობას ყველაზე უფრო მეტად ტექნოლოგიების განვითარება წარმოაჩენს. ტექნოლოგია არის ნივთიერების, ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. მე-19 საუკუნიდან მკვეთრად აჩქარებული ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულად მიბმულია ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემაზე.  ეს ბუნებრივია, რადგან ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა. შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის, გადაცემის, შენახვისა და დაცვის ტექნოლოგიების განვითარება ყველასთვის უპირატესი გახდა.

ტელეგრაფისა და ფიქსირებული ტელეფონიის შემდგომი შემდგომი ნაბიჯი იყო მობილური ტელეფონები, რომელთა განვითარებაც  0G თაობით იწყება და დღეს უკვე მონაცემთა გაცვლის 5G საფეხურზე ვდგავართ. გვაქვს მას მოყოლილი ზღვა ინფორმაცია და უზღვავი შესაძლებლობები  -  პირველი საუბარი, SMS, პირველი ხმოვანი შეტყობინება, ვიდეო ზარი, ინტერნეტი ტელეფონში, „ნივთების ინტერნეტი“, ფოტო, ვიდეო და ა.შ. 

5G არის მობილური კავშირის მეხუთე თაობის ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია პრაქტიკულად ყველას და ყველაფრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად - ადამიანების, მოწყობილობების, მანქანების, სახლებისა და ობიექტებისაც კი.

2024 წლის ბოლოს მაგთიკომმა საქართველოში 5G ქსელი გაუშვა. მაგთიკომის უმთავრესი  უპირატესობა ქსელის მაღალი ხარისხი და ტრადიციულად დაფარვის უფრო ყველაზე დიდი არეალია. 

2024 წლის ოქტომბერში მაგთიკომმა თავის მომხმარებელს უახლესი, მეხუთე თაობის (5G) ქსელი შესთავაზა. იგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრი. ქსელი მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება დიდწილად 5G-ზე იყო მიმართული, კომპანიამ გაითვალისწინა, რომ 4G კვლავ ასრულებს კრიტიკულ როლს მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, განხორციელდა 4G ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლებაც.

Ookla-ს Speedtest-ის მონაცემებით (Speedtest Global Index), მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა. მაგთიკომის მიერ 5G ქსელის გაშვების შედეგ ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა, 20-ეულში მოხვდა და მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო სფეროში ყველაზე მოწინავე ქვეყნების გვერდით დაიკავა ადგილი.

სწორედ მაგთიკომის ქსელი იძლევა შესაძლებლობას საკუთარი აბონენტებისთვის, სრულფასოვნად გამოცადონ ახალი, მე-5 თაობის უპირატესობები, შეიგრძნონ სრულყოფილი 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.

ახალი თაობის ქსელის უპირატესობები კი ნამდვილად საშურია მუშაობისთვის, სწავლისთვის, დასვენებისთვის... 

დღეს წარმოუდგენელია ცხოვრება მობილური ინტერნეტის გარეშე. მისი ხარისხის განმსაზღვრელი პირველი მახასიათებელი სიჩქარეა, რომელიც 5G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ მაგთიკომის მობილურ ქსელში ქვეყნის მასშტაბით 10-ჯერ გაიზარდა. 5G ინტერნეტის პიკური სიჩქარე მაგთიკომის აბონენტებისთვის 2000 მბ/წმ-მდეა გაზრდილი. 

თუ თქვენი ტელეფონი მე-5 თაობისაა, დიდი ფაილების ჩამოსატვირთად (ვიდეოების საყურებლადაც) თქვენ ფაქტობრივად 10-ჯერ ნაკლები დრო გჭირდებათ. თქვენ ზოგავთ დროს, რომელიც ყველაზე ძვირფასია.

ხარისხის ასევე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ქსელის დაფარვის არეალია - მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელ საქართველოში, ეტაპობრივად ხდება ქსელის გაფართოება და 5G ტექნოლოგიის დანერგვა; გაუმჯობესებული 4G ქსელით კი საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ია დაფარული. შესაბამისად, მაგთიკომის წყალობით, თქვენ ყველგან შეგიძლიათ ისარგებლოთ საუკეთესო ხარისხის ინტერნეტით და დაზოგოთ დრო.

წინა თაობის ქსელისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო თავშეყრის ადგილები, სადაც მობილური მოწყობილობების დიდი რაოდენობა აფერხებდა მათ სრულფასოვან გამოყენებას. ახალი ქსელის პირობებში გაიზარდა ქსელის ლოკალური ტევადობა და გამტარუნარიანობა (თითოეული აბონენტისთვის ინტერნეტი ბევრად უფრო სწრაფია). 5G ქსელს შეუძლია 1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროული მომსახურება 1 კმ2-ზე (100-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე - 4G), რაც მობილური ინტერნეტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თავშეყრის ადგილებში.

თუ ხარ მაგთიკომის აბონენტი და იმყოფები საყვარელი არტისტის კონცერტზე, ფეხბურთის მატჩზე თუ უბრალოდ ხალხმრავალ ადგილას, მაგთის ინტერნეტთან ერთად შესაძლებლობა გაქვს, უწყვეტად და შეუფერებლად გააზიარო ემოციები Live რეჟიმში - შენი ინტერნეტი უწყვეტია და არ „ჭედავს“.

საუკეთესო ხარისხის 5G ინტერნეტით სარგებლობა ძალიან მარტივია, ამისთვის საკმარისია იყო მაგთის აბონენტი, გქონდეს 5G მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონი და მასში გააქტიურებული 5G სერვისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×