გვანცა წულაია
12.08.2021

ახლად შექმნილმა კომპანიებმა მომხმარებლის უფლებები უხეშად დაარღვიეს. ამის გამო, “თელმიკო” და “თელასი” სემაკმა დააჯარიმა. მათ ერთი თვის ვადა მიეცათ, რათა სიტუაცია გამოასწორონ და მოახდინონ აბონენტებისთვის გადასახადის კორექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

ირაკლი ლომიძე
12.08.2021

შემცირების ნაცვლად, ხორბლის ფასი მატულობს. გლობალურ ბაზრებზე ტენდენცია საკმაოდ არასახარბიელოა, რაც ქართულ ბაზარზეც უარყოფითად აისახება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდი ალბათობაა, რომ ტრედენცია გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შეიძლება ისევ დადგეს სუბსიდირების აუცილებლობა, რასაც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია არ ეთანხმება. 

გვანცა წულაია
12.08.2021

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება იკლებს. დიდი გაძვირების შემდეგ, უკვე რამდენიმე კვირაა ბირჟებზე ფასი დაბლა წამოვიდა. დადებითი ტენდენცია უდავოდ დაწყებულია, ამიტომ ახლა საინტერესოა, კიდევ რამდენად შემცირდება ნავთობის ღირებულება და როდიდან შეიძლება გაიაფდეს საწვავი საქართველოში?  

ირაკლი ლომიძე
11.08.2021

მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანა კიდევ ერთ ლოქდაუნს აარიდოს, მაგრამ გამოუვა თუ არა, უკვე სერიოზულ ეჭვს იწვევს. ინფიცირების დონე მუდმივად იზრდება და ექიმები არსებული მაჩვენებლების მატებასაც ვარაუდობენ.  საუბრობენ, რომ თუკი დღიურად 8000-ს მიუახლოვდება ინფიცირებულების რაოდენობა, ბიზნეს მკაცრი შეზღუდვა არ ასცდება. არადა, ამ მაჩვენებლამდეც ბევრი აღარ არის დარჩენილი. ამიტომაც სექტორი არაფრისგან დაზღვეული არ არის. ნებისმიერ მომენტში, თუ ეპიდვითარება არ დასტაბილურდება, შეიძლება მთავრობის მეთაურის დაპირებაც გაქარწყლდეს.

გვანცა წულაია
11.08.2021

დამძიმებული კოვიდსტატისტიკის გამო, ქვეყანაში უკვე მეორე დღეა ახალი შეზღუდვები მოქმედებს. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობამ კვლავ რეგულაციების გატარების გზას მიმართა. შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს და ერთ-ერთი პირველი ტურიზმის სფერო იქნება. 

რეზონანსი
10.08.2021

საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაწყებულია. ამის პარალელურად, ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმება 50%-დან 20%-მდე შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა თხილმა ხარიხი გაიუმჯობესა.გაუმჯობესებულ ხარისხთან ერთად, წელს თხილის კარგი მოსავალი იქნება. სწორედ ამიტომ, მეთხილეებს საკმაოდ დადებითი მოლოდინი აქვთ და აცხადებენ, რომ ქართულ პროდუქტს გლობალურ ბაზარზეც დიდი პერსპექტივა გააჩნია.

გვანცა წულაია
10.08.2021

საქართველოში დემოგრაფიული მიმართულებით პრობლემები უკვე თვალსაჩინოა. პანდემიამ ამ მხრივ მდგომარეობა უფრო გაართულა, ქვეყანაში ყოველღიურად ათობით ადამიანი იღუპება. მძიმე კოვიდსტატისტიკის მიღმაც, სიკვდილიანობა არსებობს, რომელიც ყოველღიურად ასევე, ათობით ადამიანის გარდაცვალებას აღრიცხავს. დღეს, შეიძლება ითქვას, ქვეყანაში დემოგრაფიული ფიასკოა.

სანდრო მდივანი
09.08.2021

მთავრობა სოციალური დახმარებების გადახედვას და ეფექტიანობის შეფასებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრმა უკვე აღნიშნა კიდეც, რომ არასაჭირო დახმარებები უნდა გაუქმდეს. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფი სახელმწიფოს იმედად ვეღარ იქნება. რას ნიშნავს შემწეობის ეფექტინად განაწილება, ამის გარკვევა ახლა მიმდინარეობს.

თამარ ვეფხვაძე
09.08.2021

სატვირთო, საზღვაო სატრანსპორტო დაზღვევის მიმართულება  ,,ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 2021 წლის ერთ-ერთი ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად გამოაცხადა და გადამზიდავებისთვის სრულიად განახლებული და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შექმნა.  გადამიზდავი კომპანიებისთვის განკუთვნილ სადაზღვევო შეთავაზებებში განხორცილებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ჯიპიაიმ სრულიად ახალი პროდუქტიც შექმნა, რომელიც მსხვილ გადამზიდავ კომპანიებთან  ერთად გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენის საშუალებას საშუალო და მცირე გადამზიდავებსაც აძლევს.

ირაკლი ლომიძე
09.08.2021

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამა, ფაქტობრივად, ჩავარდა. პროექტის მონაწილე, უკვე საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები სარგებლის მიღების ნაცვლად, ფინანსურად დაზარალდნენ. თანაც პროგრამა ისე დასრულდა, რომ გერმანიაში 180 კაცზე მეტი ვერ გაემგზავრა და იქედან კმაყოფილი არც ერთი არ დაბრუნებულა. ამის მიზეზი, სპეციალისტების შეფასებით, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, რაც ზოგადად გლობალურ ბაზრებზე არსებობს - ეს არის თანამედროვე მონობის ტიპური მაგალითი, რომლის მსხვერპლადაც ქართველი სამუშაოს მაძიებლები იქცნენ.

ირაკლი ლომიძე
09.08.2021

კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეები მორალური და ჯანმრთელობის ზიანის გარდა, უდიდეს ფინანსურ დანაკარგს განიცდიან. ათასობით ოჯახმა, გარდა იმისა, რომ დაკარგა ახლობელი ადამიანი, 1,3 მილიარდ ლარზე მეტით იზარალა. დადასტურდა, რომ ყოველი ოთხი ოჯახიდან სამს შემოსავალი შეუმცირდა, თანაც ეს მხოლოდ 2020 წლის მონაცემით. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია გრძელდება და ქვეყანაში კოვიდ19-ის მეოთხე ფაზაა, დანაკარგები მუდმივად მატულობს. მდგომარეობამ მძიმეა როგორც შენამეურნეობებისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც, რომელსაც ფაქტობრივად ფოსრმაჟორულ მდგომარეობაში უწევს საქმიანობა. 

ირაკლი ლომიძე
05.08.2021

მთავრობასა და ქვეყნის მთავარ ეპიდემილოგებსა შორის დიდი დაპირისპირებაა. მძიმე პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები მთავრობისგან შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, მორიგი ჩაკეტვა ხალხის გაღარიბებას და ბიზნესების გაკოტრებას გამოიწვევს. ქვეყნის წამყვანი მედიკოსების უმეტესობა მომხრეა, რომ მთავრობამ ლოქდაუნი გამოაცხადოს, მინიმუმ, მოქმედი რეგულაციები გაამკაცროს. ასეთი მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის გაჩერების რეკომენდაციას სამთავრობო წრეში არც კი განიხილავენ. მთავრობა ბიზნესის მხარესაა. ასეთი დაძაბულობის ფონზე ეკონომისტების რეკომენდაციაა, მთავრობამ ბოლომდე დაიცვას თავისი პოზიცია და არ დაუშვას ლოქდაუნი.

 

 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×