სანდრო მდივანი 03.05.2021
გერმანიის შემდეგ ისრაელი და საფრანგეთიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნები სეზონური შრმისთვის საზღვრებს ხსნიან, თუმცა უცხოეთში ლეგალურად დასაქმების სურვილი თანდათან იკლებს. რატომ შემცირდა ინტერესი ისრაელის შემთხვევაში და როგორია უკვე ქვეყნიდან წასულების შრომითი პირობები ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დეტალების გარკვევა სცადა.
|
ირაკლი ლომიძე 03.05.2021
პანდემიამ ეკონომიკაში კონტრაბანდა და ჩრდილოვანი ეკონომიკა წაახალისა. დღეს ძნელად მოიძებნება სფერო, რომელიც მთავრობის მითითებებისადა რეგულაციების უსიტყვო შემსრულებელია. ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან შეჭირვებული ბიზნესი და მოსახლეობა ყველა საშუალებით ცდილობს გზების გამონახვას და ეძებს გამოსავალს, რომელიც შეიძლება ეკონომიკას ძირს უთხრის. ბევრი ბიზნესის საქმიანობა იატაკქვეშეთში გაგრძელდა, რის გამოც კონტრაბანდამ და ჩრდილოვანმა ეკონომიკამ ფრთები გაშალა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პანდემიის პირობებში ორივე მიმართულებით ბრძოლა შესუსტებულია.
|
ირაკლი ლომიძე 03.05.2021
ლარის გაუფასურების ტენდენცია არ იცვლება და არც მოლოდინი არსებობს, რომ კურსს მოკლე, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში რამე ეშველება. არც ერთი სტრუქტურა ამ დრომდე კურსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. ეროვნული ბანკი ინფლაციაზე აქცენტის გადატანით ცდილობს თავის დაძვრენას, მაგრამ რეალურად ვერც ფასების ზრდას აჩერებს. პროცესები კი ისე ვითარდება, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა, 3,60-იანი კურსიც სანატრელი გახდეს. ბოლო პერიოდში, პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ლართან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.
|
გვანცა წულაია 29.04.2021
საქართველოში სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. წელს ზამთრის კურორტებს მუშაობაშეზუდვების ფონზე მოუწია, რის გამოც თეთრის ტურზმი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, სამთო-სათხილამურო ტურიზმს იმედი გაუჩნდა, თუმცა კურორტები ვიზიტორთა ნაკლებობას მაინც განიცდიდა, ამიტომ სასტუმროებმა და რესტორნებმა დიდი დატვირთვის მუშაობა ვერ შეძლებს.
|
ირაკლი ლომიძე 29.04.2021
ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ჩართვა მოლაპარაკების საკითხს დიდად ვერ დაძრავს. ამის მოლოდინი დღეს არც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აქვთ და არც ენერგეტიკოსებს, რომლებიც პროცესების მსვლელობას გარედან აკვირდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ კომუნიკაცია კვლავ დარჩება პრობლემად ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ ფონზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, კონფლიქტის გახსნის საფუძველი გახდეს.
|
გვანცა წულაია 29.04.2021
საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. მარტში მშპ 4%-ით გაიზარდა. მძიმე პერიოდის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები იმედისმომცემია. თუკი მორიგი ლოქდაუნი არ ამოქმედდა, ქვეყანა თანდათან ფეხზე დადგება და ბიზნესიც ამუშავდება.
|
ირაკლი ლომიძე 28.04.2021
ენერგეტიკოსები განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებენ. იმ ფონზე, როცა „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ქარის ენერგიის 20%-იან ზრდას პროგნოზირებს, სპეციალისტები ახსენებენ, რომ ამ დროისთვის ამ ტიპის ენერგიის წილი საქართველოს ენერგეტიკაში 0,07%-ს არ აჭარბებს, ხოლო მზის ენერგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ნულოვანია. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ქარის ელექტროსადგურები, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, არ შეიძლება განვიხილოთ ელექტროენერგიის სტაბილურ წყაროდ, რადგან ალტერნატიული რესურსი არ არის სანდო.
|
გვანცა წულაია 28.04.2021
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ბოლო პერიოდში ლარი რომ არასტაბილურობითა და გაუფასურებით გამოირჩევა და შესაბამისად რეკორდულად იზრდება ინფლაციაც, ეს ფაქტია. სპეციალისტთა ნაწილის განცხადებით, გუშინდელი განაკვეთის ზრდას პირველი ეფექტი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშივე ჰქონდეს.
|
რეზონანსი 27.04.2021
საქართველოს ავიაცია გამოცოცხლების გზას ადგას, მაგრამ ბევრი რამ ისევ სათუოა. მძიმე ვითარებაში არსებული ინდუსტრია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. თუკი ქვეყანაში ეპიდვითარება გამოსწორდება და შეზღუდვები მოიხსნება, ავიამიმოსვლის მხრივ დადებითი ძვრები დაიწყება. იქამდე ვითარების გამოსწორების შანსი თითქმის გამქრალია, ამიტომ ახლა მთავრობამ ზაფხულის სეზონის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.
|
გვანცა წულაია 27.04.2021
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინირებულ ადამიანებს „პრივილეგიები“ მიენიჭებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა უპირატესობით ისარგებლებენ აცრილი მოქალაქეები, თუმცა მათ რომ სხვადასხვა უპირატესობა ექნებათ, ამას საკოორდინაციო საბჭოში მალე დაამტკიცებენ. ყველაზე ცუდი ის შეიძლება მოხდეს, რომ სამომავლოდ ვაქცინირებულებმა ეკონომიკურ საქმიანობაშიც დაჩაგრონ აუცრელები. ეს კი უკვე დისკრიმინაციულ საფრთხეს წარმოშობს.
|
თიკა სიბოშვილი 27.04.2021
საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობა ჯერ კიდევ მძიმე ვითარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები დიდწილად მოხსნილია, პრობლემები მაინც მრავლადაა. კორონავირუსმა საქართველოს უდიდესი ზარალი მიაყენა, რომლის გამოსწორებასაც საკამო დრო სჭირდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მათ უკვე კომუნალური სუბსიდიაც აღარ ეკუთვნით და ერთ თვეში 200-ლარიანი დახმარებაც გაუქმდება. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი შეღავათების გაგრძელებას ითხოვს. დაუჭერს თუ არა მხარს მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ?
|
ირაკლი ლომიძე 26.04.2021
ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდა, მაგრამ მთავრობამ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გული ვერც ამით მოიგო. პროტესტი პროქტთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია, თუმცა დაანონსებულია ყველაზე მასშტაბური აქცია. რიონის ხეობის მცველები თანდათან იხრებიან იქეთკენ, რომ ხეობაში მასშტაბური ჰესი არასდროს უნდა აშენდეს, მით უმეტეს, როცა საუბარია მიწების გასხვისებასა და სხვა მიუღებელ პირობებზე, რასაც სამოქალაქო აქტივისტები ვერაფრით ურიგდებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|