ირაკლი ლომიძე
26.04.2021

 ბოლო პერიოდში, ეკონომიკაში არსებული გარკვეული შეზღუდვების ფონეზე, პირველი შემთხვევაა, როცა ნავთობპროდუქების იმპორტმა დადებითი ტენდენცია აჩვენა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ამის მიზეზი ეკონომიკის გახსნა, მობილობის გააქტიურება და ინფრასტრუიქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული აქტივობაა, რამაც იმპორტში საფუძველი დაუდო არასასურველი ტრენდის სასიკეთოდ შემობრუნებას. თუმცა, გამოწვევად რჩება არსებული ვითარების შენარჩუნება, რადგან ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი ზრდა შეიმჩნევა.

გვანცა წულაია
22.04.2021

 კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს კომპანიების დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო. კერძო სექტორი განსაკუთრებული დარტყმის წინაშე აღმოჩნდა. ვითარების გამოსწორების იმედი კი ამ ეტაპზე გამქრალია. პირიქით, მდგომარეობა უფრო რთულდება. მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში საბოლოოდ განადგურებული კომპანიების რაოდენობა უკვე მკვეთრად გაიზრდება. 

ირაკლი ლომიძე
22.04.2021

 სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის ახალი ტენდენცია დაიწყო. ამის მიზეზი, რასაკვირველია, ლარის კურსია, რომელიც უკვე იმ ნიშნულამდე მიცოცდა, რაზეც ცოტა ხნის წინ ნახტომისებრი გაუფასურებისას აჟიოტაჟი ატყდა. 3,47-იანი ნიშნული ის მაჩვენებელია, როცა ფასებს უკვე ვერაფერი გააჩერებს და კატასტროფული ინფლაცია იწყება. პრემიერის დაპირება ბიზნესმენებს, რომ კურსს დაასტაბილურებდა, ვერ შესრულდა. უჭირს როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, მით უმეტეს, ე.წ. მშიერი გაზაფხულის პერიოდია - ახალი ქართული პროდუქტი ბაზარზე ჯერ არ არის, ხოლო იმპორტული სურსათის ყიდვა ასეთი ინფლაციის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შეუძლებელია.

რეზონანსი
22.04.2021

 საქართველოში საწვავი შეუსვენებლად ძვირდება. არ არის გამორიცხული, ქვეყანაში მალე 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს მიაღწიოს. მსოფლიოს გამოცოცხლებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდეგ, ნავთობპროდუქტების გაძვვირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბით. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა გზები არსებობს იმისთვის, რომ საწვავის ფასმა ფსიქოლოგიურ ნიშნულს არ მიაღწიოს. 

ირაკლი ლომიძე
21.04.2021

 მესამე ლოქდაუნს ეკონომიკა, სავარაუდოდ, გადაურჩა. მოლოდინის მიუხედავად,  მთავრობამ მიანიშნა, რომ ახალ შეზღუდვებს არ დააწესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ დამატებითი ლოქდაუნი მიზანშეწონილი არ არის და ამით ეკონომიკის ჩაკეტვის აზრს ემიჯნება. ასეთი პოზიცია განპირობებულია იმითაც, რომ შეზღუდვების დაწესებით მთავრობას მოუწევს დამატებითი ვალის აღება, რაც უკვე უდიდეს რისკს უკავშირდება, ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს და საბოლოოდ შეიძლება ეკონომიკაში ისეთი პროცესი გამოიწიოს, რის მართვაც შეუძლებელი გახდება.

გვანცა წულაია
21.04.2021

 საერთაშორისო ბრენდ „კარფურის” წინააღმდეგ დიდი ბრძოლა იწყება. ჰიპერმარეტს სასამართლოში უკვე 8 კომპანია უჩივის. დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია, თანაც საჩივრების რაოდენობა მატულობს. ბიზნესი პირდაპირ ამბობს, რომ „კარფურს“ მწარმოებლები და დისტრიბუტორები გაკოტრებამდე მიჰყავს. საქმეში ჩარევას ხელისუფლებაც აპირებს.

რეზონანსი
20.04.2021

 კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 166,324 მლნ ლარი შეადგინა. თვეში ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. ამაზე ოდნავ ნაკლები მოგება ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერში მიიღეს - 166,189 მლნ ლარი. არებული მძიმე სიტუაციის ფონზე, კომერციულმა ბანკებმა მოგებაზე გასვლა მოახერხეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ ეკონომიკური კრიზისი დაძლიეს.

თიკა სიბოშვილი
20.04.2021

 საქართველოში უახლოეს დღეებში შეზღუდვების მორიგი ეტაპი დაწესდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მკაცრი ლოქდაუნის შემოღებას აპირებს მთავრობა, თუმცა შედეგი ყველა შემთხვევაში რომ მძიმე იქნება, ეს უდავოა. ყველაფერი შესაძლოა, რამდენიმე საათში გადაწყდეს. ოთხშაბათს პრემიერთან შეხვედრა გაიმართება, სადაც დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება განხილული. არის ვარაუდი, რომ მაისში გამოცხადებული ე.წ. უქმე დღეების ოდენობა გახანგრძლივდება.

გვანცა წულაია
20.04.2021

 ქართული ლარი მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ეროვნული ვალუტა ყველაზე მაღალ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა.  წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკმა, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, გასაყიდად ამერიკული დოლარი არაერთხელ გამოიტანა, თუმცა ბოლო ორი აუქციონის დროს 40-40 მილიონი დოლარის ათვისებს ვერ მოხდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. ამ დროს კურსი გამყარების ნაცვლად უფასურდება. რას ნიშნავს ეს ანომალია სავალუტო ბაზარზე?

ირაკლი ლომიძე
19.04.2021

 გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია დაიწყო. პირველ რიგში, ეს ეხება ხორბალს და ლარის კურსი რომ არა, ქართულ ბაზარზე მკვეთრი საფასო სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა 3,45-იან მაჩვენებლთან ახლოს არის, გლობალური ტენდენციები ქართულ ბაზარზე ნაკლებად აისახება. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ფქვილის სუბდისიის საჭიროება მალე აღარ იქნება და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე მოიხსნება. გარდა ამისა, უცხოურ ბაზრებზე მცირედით გაიაფდა შაქარი და ზეთი, რაც ჯერჯერობით საცალო გაყიდვებზე არ ასახულა. რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქტს, გაიაფება უმეტესად რძესა და რძის პროდუქტებზე შეიმჩნევა, განსაკუთრებით ყველი გაიაფდა. ყოველ კვირა ეცემა კარტოფილის ფასიც.

ნინა გარდაფხაძე
19.04.2021

 176-ე ღამეა რიონის ხეობის მცველები ცდილობენ კომპანია ,,ენკას“ ნამოხვანჰესის აშენების შესაძლებლობა არ მისცენ. პროტესტი ნელ-ნელა უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და პარალელურად ხელისუფლებას უწევს აღიარება, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია.

ირაკლი ლომიძე
19.04.2021

 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროის ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა, თუმცა არანაკლებია ისეთი ფაქტორების გავლენა,  როგორიცაა ლარის კურსი და ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა. განსაკუთრებით კი იმ დარგებს უჭირს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის სფეროს უკავშირდება. ადგილობრივი მეწარმეები, ასევე იმპორტიორები  ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს პანდემიურ კრიზისს არ დაძლევს. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×