გვანცა წულაია
01.06.2021

 საქართველო პანდემიის პირობებში ინვესტიციების დიდ ნაკლებობას განიცდის. ქვეყანაში ძალიან მცირე უცხოური კაპიტალი შემოდის. საინტერესოა, სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, რამდენად შეძლებს საქართველო უცხოური კაპიტალის მოზიდვას. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სიტუაციის ეტაპობრივად გამოსწორება ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

რეზონანსი
01.06.2021

 ზაფხულის სეზონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ის ბარიერები, რომლებიც ბიზნესს პრობლემებს უქმნიდა, ნელ-ნელა უქმდება. ტურიზმის სფეროს აღდგენისთვის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე, პრობლემაა ღია სივრცეში პირბადეების ტარება და კომენდანტის საათი. ასეთ ვითარებაში უცნობია, რა დატვირთვით შეძლებს სტუმარმასპინძლობის სექტორი მუშაობას, მაგრამ უკვე გაჩნდა პირველი მინიშნება, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

ირაკლი ლომიძე
31.05.2021

 ყველასთვის მოულოდნლად გაზის სამომხმარებლო ტარიფი 17%-ით გაიზარდა. ამას რომ მოსახლეობა რეალურად ვერ გადაიტანს, ყველამ კარგად იცის, მათ შორის ენერგეტიკოსების იმ ნაწილმაც, რომელიც ცდილობს, რომ გაზის მოულოდნელი გაძვირება გაამართლოს ლარის კურსიდან გამომდინარე. საფრთხე, რომ ,,მოსახლეობა წელში გატყდება“,  საზოგადოების ყველა ნაწილს მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს, რის გამოც არაოფიციალურ დონეზე უკვე დაიწყო საუბარი მოწყვლადი ჯგუფისთვის გადასახადის სუბსიდირებაზე, თუმცა არავინ ფიქრობს ათიათასობით ოჯახებზე, რომლებსაც არანაირი სოციალური სტატუსი არ აქვთ, მაგრამ მიზერული შემოსავლების გამო გადასახადთან გამკალვეაბა არანაკლებ გაუჭირდება. გაძვირებამ კი არაერთი ეჭვი აღძრა, მათ შორის სოციალურ გაზთან დაკავშირებითაც, რომელიც წესით, ტარიფების გაიაფებას უნდა მოხმარებოდა.

ნინა გარდაფხაძე
31.05.2021

 გასული წლის მეორე ნახევარში და წლის პირველ კვარტალში, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, სადაც უმუშევრობა ყველაზე მაღალია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში ვერაფრით მოხერხდა სასურსათო უსაფრთხოების სახემწიფო პროგრამის განხორციელება.

ირაკლი ლომიძე
31.05.2021

 საქართველოს ეკონომიკამ არნახული  და დაუჯერებელი ზრდა დააფიქსირა, რაც დიდწილად შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება. შედეგი უდავოდ შთამბეჭდავია, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ოფიციალური სტატისტიკა აშკარად გადაჭარბებულია. ამასთან,  გამოაშკარავდა, რომ ეკონომიკის  ჩრდილოვანი სექტორი იმაზე მეტი ყოფილა, ვიდრე ამაზე ეკონომისტები ეჭვის დონეზე საუბრობდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეკონომიკაში დიდი ზრდაა,  თანაც, პირველი 4 თვის საშუალო შედეგი იმაზე ორჯერ მეტია, რაც მთელი წლის სავარაუდო პროგნოზი.  უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ სოლიდური ზრდა გვექნება მაისშიც, ხოლო შეიძლება წელს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდოს.

ირაკლი ლომიძე
27.05.2021

 პანდემიისას, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველდღიურ კვების ხარჯს ვერ უმკლავდება, ხალხს ბუნებრივი აირი კატასტროფულად გაუძვირეს. როდესაც ჯერ კიდევ თვეების წინ საუბარი მიმდინარეობდა ქვეყამაში სოციალურ გაზის წილის ზრდაზე  და დღის წესრიგში, წესით, ტარიფის გაიაფების საკითხი უნდა დამდგარიყო, სემეკმა მოულოდნელი გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. 

გვანცა წულაია
27.05.2021

 მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება. სულ რაღაც ოთხ დღეში ბუნებრივი აირის  გადასახადი გაიზრდება. უკვე საგრძნობლად მომატებულია ელექტროენერგიის და წყლის ტარიფი. გაძვირებული კომუნალური გადასახადები მოსახლოებას მძიმე ტვირთად აწვება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათი შემოსავლები საკმაოდ შემცირებულია და უმუშევრობა გაზრდილია. 

გვანცა წულაია
27.05.2021

 საქართველოში უმუშევრობა ძალიან გაზრდილია. კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამხასურისა და შემოსავლი გარეშე უამრავი ადამიანი დარჩა. მძიმე შედეგებზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. 

გვანცა წულაია
26.05.2021

 კორონავირუსის პანდემიამ სამშენებლო სფეროში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია სულ უფრო მეტად რთულდებოდა. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, ახლა როგორი ვითარებაა სამშენებლო სფეროში და უახლოეს მომავალში რა პერსპექტივა გააჩნია უძრავი ქონების ბიზნესს.

ირაკლი ლომიძე
26.05.2021

 ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, კურსთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი მოლოდინი შექმნა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში კურსს არაფერი ემუქრება, თუკი ამის გარანტი გახდება ეკონომიკის გახსნა. თანაც, ბოლო პერიოდში მსოფლიოში დოლარის შესუსტება შეინიშნება, რაც შეიძლება პირდაპირ არა, თუმცა ირიბად ლარის გაცვლით კურსზე ასევე დადებითად მოქმედებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლარი ახალი წონასწორობის წერტილს 3,20-ის ფარგლებში იპოვის. 

რეზონანსი
25.05.2021

 ტურიზმის სფეროს აღდგენისთვის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება. 1-ლი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, რაც ბუნებრივია, ქვეყანაში ტურისტების ნაკადს გაზრდის. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნა ტურიზმსა და კონკრეტულად ზაფხულის სეზონს დიდად წაადგება. 

გვანცა წულაია
25.05.2021

 უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავი გაიაფდება. ახლა ბაზარზე არსებული ყველანაირი მოცემულობა ამაზე მიუთითებს. ბოლო დროს შემცირებულია "პლატცის" ფასი, ქვეყნის შიგნით კი ეროვნული ვალუტა ელვისებურად მყარდება. ეს გარემოებები კი, საბოლოო ჯამში, ასახვას მოახდენს საწვავის საცალო ფასზეც. ნავთობის დარგში მომუშავე ადამიანები დაუფარავად ამბობენ, რომ გაიაფებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×