რეზონანსი
25.05.2021

 ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო ხელფასები, პენსიები და ფულადი გზავნილებია. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებებსა ან საჩუქრებზე. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 75 ლარით შემცირდა და ოჯახის ერთი წევრის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ახლა 321.4 ლარს შეადგენს. ამდენად  ხალხს რთულ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, როცა მოსახლეობა დამოკიდებულია დახმარებებზე?

ირაკლი ლომიძე
25.05.2021

 სოფლის მეურნეობის დარგში შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა იქმნება, რაშიც ფერმერებს სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერა აქვს.  სპეციალურად ამ მიზნით სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. 

სანდრო მდივანი
24.05.2021

 საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი უკვე გადასწია, შაბათ-კვირას გაიხსნა რესტორნის ღია სივრცეებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუმჯობესებული არ არის და დადებითობის მაჩვენებელიც 4%-ზე მაღალია, ხელისუფლებისგან ხალხი ახალ ნაბიჯებს ელოდება. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა აკრძალვების გაუქმება არის მოსალოდნელი ზაფხულიდან. როგორც გაირკვა, შემდეგი ნაბიჯი, წესით, გადაადგილების შეზღუდვების სრულად გაუქმება და საზღვრების გახსნა უნდა იყოს.

ირაკლი ლომიძე
24.05.2021

 პურის ფასთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა. მეპურეები ითხოვენ, რომ სუბსიდია გაგრძელდეს და თანაც 1 ტომარა ფქვილის მიეწოდოთ 50 ლარად, რაც ერთადერთი პირობაა იმისათვის, რომ მომხმარებელს პური არ გაუძვირდეს. მართალია,  ხორბლის ღირებულება გლობალურ ბაზრებზე მცირდება, მაგრამ ფქვილის ფასზე არ აისახება იმდენად, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. ამიტომ ითხოვენ მეპურეები ასე დაჟინებით სუბსიდიის გაგრძელებას. 

ირაკლი ლომიძე
24.05.2021

 ეროვნული ვალუტის გამყარებამ და იმავდროულად ეკონომიკის გახსნის პროცესმა ინფლაციის მოთოკვის მიმართულებით დადებითი მოლოდინი გააჩინა. ექსპერტები ელოდებიან, რომ სასიკეთო ტენდენცია დაიწყება, მაგრამ მთავარ გამოწვევად დარჩება მისი შენარჩუნება, რომ ეკონომიკამ და მოსახლეობამაც შეღავათი იგრძნოს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, იმ შემთხვევაში, თუკი კურსი ახალი წონასწორობის ნიშნულს დაახლოებით 3,30-3,33 ლარის ფარგლებში იპოვის, ინფლაციაც დაიკლებს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება. 

ირაკლი ლომიძე
24.05.2021

 პანდემიით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ზეთების, აკუმულატორებისა და სხვა მავნე ნარჩენების ტექნიკური რეგლამენტი გადავადდა. ამის მიზეზი როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ეპიდემიურ პერიოდში ბიზნესი არ არის მზად კონკრეტული ხარჯების გასაწევად, რასაც ტექნიკური რეგლამენტის დაცვა მოითხოვს. შესაბამისად,   გადაწყდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება ზუსტად 1 წლით გადავადდეს. 

რეზონანსი
20.05.2021

 ზაფხულის სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები ასე თუ ისე მოხსნილია, ამიტომ საინტერესოა, რა დატვირთვით შეძლებს სექტორი ზაფხულში მუშაობის განახლებას. მთავრობაში მოლოდინი დიდია და აღნიშნავენ, რომ ტურიზმის შესააძლოა, 50%-ითაც კი აღდგეს. 

ირაკლი ლომიძე
20.05.2021

 ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული ადამიანების პროტესტმაც ერთბაშად იჩინა თავი. მოკლე პერიოდში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა დასაქმებულები შრომის პირობების, განსაკუთრებით კი, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციებს აწყობენ. მართალია, ერთი შეხედვით, ადამიანები პროტესტს კერძო დამსაქმებელს უცხადებენ, მაგრამ იმავდროულად ცდილობენ სახელმწიფოს ყურადღება მიიპყრონ, რომ  გამოესარჩლონ მათ და მიიღონ მხარდაჭერა. 

გვანცა წულაია
20.05.2021

 ეროვნული ვალუტა უკანმოუხედავად მყარდება. დიდი გაუფასურების და არასტაბილურობის შემდეგ, სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება და შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გამყარება კიდევ გაგრძელდეს. წონასწორობის სავარაუდო ნიშნული 3.30-ია.

თამარ ვეფხვაძე
20.05.2021

 საქართველო ტყის მდგრადი მართვის ახალ სისტემაზე გადადის. სპეციალურად ამ მიზნით ახალი ,,ტყითსარგებლობის წესი“ შემუშავდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალი კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. რა უფლებები ექნებათ მოქალქეებს და მეწარმეებს ,,ტყითსარგებლობის წესის“ ძალაში შესვლის შემდეგ? როგორ აპირებს სამინისტრო დაიცვას ბუნებრივი რესურსი ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ქვეყანამაც სარგებელი მიიღოს?

გვანცა წულაია
19.05.2021

 გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ენითაუწერელი ვითარება დახვდათ. პირობები უმძიმესია, ანაზღაურება კი ბევრად დაბალი, ვიდრე პირობა იყო. არის კვებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემა. საქართველოს მოქალაქეები ახლა დახმარებას ითხოვენ. საქმეში უკვე გერმანიის ელჩიც კი ჩაერთო.

ირაკლი ლომიძე
19.05.2021

 ლარის კურსმა გეზი გამყარებისკენ აიღო, თუმცა ეს საკმაოდ გრძელი პერიოდია საჭირო, როიმ ცვლილება სამომხმარებლო ბაზარსაც დაეტყოს. ადგილობრივი მეწარმეები, არც იმპორტიორები საფასო ცვლილების საკითხს ჯერჯერობით არც განიხილავენ და ამბობენ, რომ დაახლოებით 2-3 თვეა საჭირო დაკვირვებისათვის და ზომებს ამის შემდეგ მიიღებენ. ფაქტია, რომ გამყარებული კურსი ეკონომიკას დიდ სტიმულს მისცემს და ბიზნესზეც დადებითად იმოქმედებს, დღეს ამაზე არავინ დავობს. თუმცა გადაჭრით რთულია თქმა, ცვლილებისთვის რა დროიდან იქნება ბიზნესი მზად.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×