ირაკლი ლომიძე
12.05.2021

 აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხის გადახედვას საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს. უფრო და უფრო მწვავდება კრიტიკა, რომ  მთავრობა მზადაა,  ქვეყნის მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად უფასოდ მოახმაროს ოკუპირებულ რეგიონს. აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებული კატასტროფული ვითარების გამო, საკუთარ რესურსს ვეღარ ვიყენებთ.  ეს მაშინ, როცა საქართველო უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. 

გვანცა წულაია
11.05.2021

 საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყანაში ნავთობპროდუქტის ფასი 3 ლარს პირველად გადასცდა. ბუნებრივია, მსოფლიოს გამოცოცხლებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდეგ, საწვავის გაძვირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბით. ახლა ქვეყანას რეკორდულად მაღალ ფასებთან უწევს გამკლავება. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ბენზინისა და დიზელის გაძვირება კიდევ მოსალოდნელია.

თიკა სიბოშვილი
11.05.2021

 კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობის ინტერესი, ჩვევები და გემოვნება შეიცვალა. მაშინ, როცა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის კომფორტი და ფუფუნება დიდად მნიშვნელოვანი იყო, დღეს ასე აღარ არის. ფაქტია, რომ მოსახლეობას რესურსი აღარ გააჩნია ძვირფასი ნივთებისა თუ მომსახურების შესაძენად და ახლა თავის გადარჩენაზე უწევს ფიქრი.

გვანცა წულაია
11.05.2021

 საქართველოს ეკონომიკა გამოცოცხლების გზას ადგას. მშპ-ის მონაცემების გაუმჯობესება ახლა ყოველთვიურად მოსალოდნელია. არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. ახლა მთავრობაში ელოდებიან, რომ წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება და ამას ხელს შეუწყობს ის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ჩანს, ქვეყანაში შეზღუდვების ხანგრძლივი პერიოდი სრულდება.

რეზონანსი
10.05.2021

 კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ მევახშეები წაახალისა. იმის გამო, რომ სფერო კვლავ რეგულაციის მიღმაა, კერძო მევახშეებს არაფერი აბრკოლებს, რომ მაღალ პროცენტებში გასცენ სესხები და შემდეგ ტოტალურად მიითვისონ მოქალაქეების  ქონება, რისი საფრთხეც  პანდემიის პირობებში გაიზარდა, შესაბამისად,  იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მატულობს. 

სანდრო მდივანი
10.05.2021

 დიდი გაუფასურების შემდეგ, ბოლო 2 კვირის განამვლობაში ლარი, როგორც იქნა,  გამყარების გზას დაადგა. კურსი უკვე 3.41-ის ფარგლებში ტრიალებს. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, მაშინ როცა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია და რა როლი აქვს ამაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას. რას უნდა ველოდოთ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

ირაკლი ლომიძე
10.05.2021

 ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი მთავრობამ დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორც უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, უარეს შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვებს მცირე ვადით გაახანგძლივებს, მაქსიმუმ 17 მაისამდე. შეზღუდვების გამკაცრება ან ახალი ტიპის რეგულაციები არ იგეგმება. აშკარაა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეკონომიკურ საკითხებს მეტ ყურადრებას აქცევს და ძირითადად კრიზისის დაძლევისკენ არის ორიენტირებული. თუკი ეს ტენდენცია შეუფერხებლად გაგრძელდება, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შეიძლება 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამართლდეს კიდეც. 

ირაკლი ლომიძე
10.05.2021

 ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ აპრილი პოზიტიური აღმოჩნდა, მარტთან შედარებით, მცირე ზრდა აღინიშნა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მთავარია, დინამიკა შეიცვალა, რაც თვეების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საავიაციო ნავღის იმპორტი მაინც კლებაშია. 

გვანცა წულაია
06.05.2021

 საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექნიკური დათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მეტი მანქანიდან თითქმის ნახევარი საერთოდ არ გამოცხადებულა ინსპექტირების ცენტრებში. გამოდის, რომ საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექდათვალიერების პროცესს და პარალელურად უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია.

გვანცა წულაია
06.05.2021

 ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში ჩაერთოს. ამის შესაბამისი განცხადება გუშინ გაკეთდა, სადაც ნათვამია, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ნებისმიერ მხარეს შეხვდება. რაიონის ხეობის მცველები კი აცხადებენ, რომ მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არავის ჰქონია.

ირაკლი ლომიძე
06.05.2021

 საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე უამრავ პრობლემას ქმნის. გარდა იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების ხარჯი გაზრდილი აქვთ, ისინი ზარალს განიცდიან იმის გამოც, რომ საწვავი აძვირებს სოფლის მეურნეობას და ლოჯისტიკას, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება, რომელიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკამოდ ძვირია. რეგიონებში საგრძნობლად შენელდა საგაზაფხულო სამუშაოების ტემპი, რადგან ხალხს აუჭირს საწვავის გაზრდილ ხარჯთან გამკლავება.

გვანცა წულაია
05.05.2021

 მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების სურსათი ისევ ძვირდება. ზაფხულის მოახლოებისა და ახალი მოსავლის აღების დაწყების  მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ფასები ზევით მიიწევს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაა საერთაშორისო ბირჟებზე და რა ელის საქართველოს - მალევე აისახება თუ არა მსოფლიოს ტენდენცია ქვეყნის შიგნით და გველის თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულების კიდევ მეტად გაზრდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×