ირაკლი ლომიძე
05.05.2021

 პიკური ეპიდემიური მდგომარეობის დროს შესაძლოა, ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არც კი დადგეს. სპეციალისტები ამას ამართლებენ იმით, რომ ქვეყანამ, თუნდაც მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. თანაც, კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, ხაზინას არ აქვს მცირე რესურსიც კი, რითაც შეიძლება, ეკონომიკური ჩაკეტვისას მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს. ეს მთავარი არგუმენტია, რის გამოც მთავრობა დამატებითი რეგულაციების დაწესებისგან თავს იკავებს. არადა, ვირუსის პიკი სწორედ მაშინ დადგება, როცა შეზღუდვები მოიხსნება, ანუ, დაახლოებით, 10 დღეში. 

გვანცა წულაია
04.05.2021

 ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ნუსხას დაემატნენ. ასეთია საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დარგის აღდგენას შეუწყობს ხელს. სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად შეუწყობს ხელს  მთავრობის გადაწყვეტილება და კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ტურიზმი გამოცოცხლდეს.

რეზონანსი
04.05.2021

 საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები ირიბად, თუმცა მაინც შემოიღო. დაწესებულმა უქმე დღეებმა გაუარესებული ეპიდმდგომარეობა უნდა გამოასწოროს და ინფიცირების მაჩვენებელი შეამციროს. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა, საკმარისია თუ არა ერთკვირიანი უქმეები ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის?

გვანცა წულაია
04.05.2021

 წლიური ინფლაცია აპრილის თვეშიც მაღალ ნიშნულზეა. მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მეორე კვარტალის პირველ ორ თვეში ინფლაციამ მიზნობრივს 2-ჯერ გადააჭარბა და ახლა მისი მაჩვენებელი 7.2%-ია. მძიმეა სპეციალისტთა ნაწილის პროგნოზი. მათი აზრით, ეროვნულმა ბანკმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ინფლაციის შეჩერება ვერ მოხდება. 

სანდრო მდივანი
03.05.2021

 გერმანიის შემდეგ ისრაელი და საფრანგეთიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნები სეზონური შრმისთვის საზღვრებს ხსნიან, თუმცა უცხოეთში ლეგალურად დასაქმების სურვილი თანდათან იკლებს. რატომ შემცირდა ინტერესი ისრაელის შემთხვევაში და როგორია უკვე ქვეყნიდან წასულების შრომითი პირობები ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დეტალების გარკვევა სცადა. 

ირაკლი ლომიძე
03.05.2021

 პანდემიამ ეკონომიკაში კონტრაბანდა და ჩრდილოვანი ეკონომიკა წაახალისა. დღეს ძნელად მოიძებნება სფერო, რომელიც მთავრობის მითითებებისადა რეგულაციების უსიტყვო შემსრულებელია.  ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან შეჭირვებული ბიზნესი და მოსახლეობა ყველა საშუალებით ცდილობს გზების გამონახვას და ეძებს გამოსავალს, რომელიც შეიძლება ეკონომიკას ძირს უთხრის. ბევრი ბიზნესის საქმიანობა იატაკქვეშეთში გაგრძელდა,  რის გამოც კონტრაბანდამ და ჩრდილოვანმა ეკონომიკამ ფრთები გაშალა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პანდემიის პირობებში ორივე მიმართულებით ბრძოლა შესუსტებულია. 

ირაკლი ლომიძე
03.05.2021

 ლარის გაუფასურების ტენდენცია არ იცვლება და არც მოლოდინი არსებობს, რომ კურსს მოკლე, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში რამე ეშველება. არც ერთი სტრუქტურა ამ დრომდე კურსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. ეროვნული ბანკი ინფლაციაზე აქცენტის გადატანით ცდილობს თავის დაძვრენას, მაგრამ რეალურად ვერც ფასების ზრდას აჩერებს. პროცესები კი ისე ვითარდება, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა, 3,60-იანი კურსიც სანატრელი გახდეს. ბოლო პერიოდში, პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ლართან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.

გვანცა წულაია
29.04.2021

 საქართველოში სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. წელს ზამთრის კურორტებს მუშაობაშეზუდვების ფონზე მოუწია, რის გამოც თეთრის ტურზმი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, სამთო-სათხილამურო ტურიზმს იმედი გაუჩნდა, თუმცა კურორტები ვიზიტორთა ნაკლებობას მაინც განიცდიდა, ამიტომ სასტუმროებმა და რესტორნებმა დიდი დატვირთვის მუშაობა ვერ შეძლებს. 

ირაკლი ლომიძე
29.04.2021

 ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ჩართვა მოლაპარაკების საკითხს დიდად ვერ დაძრავს. ამის მოლოდინი დღეს არც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აქვთ და არც ენერგეტიკოსებს, რომლებიც პროცესების მსვლელობას გარედან აკვირდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ კომუნიკაცია კვლავ დარჩება პრობლემად ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ ფონზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, კონფლიქტის გახსნის საფუძველი გახდეს.

გვანცა წულაია
29.04.2021

 საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. მარტში მშპ 4%-ით გაიზარდა. მძიმე პერიოდის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები იმედისმომცემია. თუკი მორიგი ლოქდაუნი არ ამოქმედდა, ქვეყანა თანდათან ფეხზე დადგება და ბიზნესიც ამუშავდება. 

ირაკლი ლომიძე
28.04.2021

 ენერგეტიკოსები განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებენ. იმ ფონზე, როცა „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ქარის ენერგიის 20%-იან ზრდას პროგნოზირებს, სპეციალისტები ახსენებენ, რომ ამ დროისთვის ამ ტიპის ენერგიის წილი საქართველოს ენერგეტიკაში 0,07%-ს არ აჭარბებს, ხოლო მზის ენერგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ნულოვანია.  ისინი ღიად აცხადებენ, რომ ქარის ელექტროსადგურები, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, არ შეიძლება განვიხილოთ ელექტროენერგიის სტაბილურ წყაროდ, რადგან ალტერნატიული რესურსი არ არის სანდო.

გვანცა წულაია
28.04.2021

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ბოლო პერიოდში ლარი რომ არასტაბილურობითა და გაუფასურებით გამოირჩევა და შესაბამისად რეკორდულად იზრდება ინფლაციაც, ეს ფაქტია. სპეციალისტთა ნაწილის განცხადებით, გუშინდელი განაკვეთის ზრდას პირველი ეფექტი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშივე ჰქონდეს. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×