გვანცა წულაია
29.04.2021

 საქართველოში სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. წელს ზამთრის კურორტებს მუშაობაშეზუდვების ფონზე მოუწია, რის გამოც თეთრის ტურზმი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, სამთო-სათხილამურო ტურიზმს იმედი გაუჩნდა, თუმცა კურორტები ვიზიტორთა ნაკლებობას მაინც განიცდიდა, ამიტომ სასტუმროებმა და რესტორნებმა დიდი დატვირთვის მუშაობა ვერ შეძლებს. 

ირაკლი ლომიძე
29.04.2021

 ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ჩართვა მოლაპარაკების საკითხს დიდად ვერ დაძრავს. ამის მოლოდინი დღეს არც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აქვთ და არც ენერგეტიკოსებს, რომლებიც პროცესების მსვლელობას გარედან აკვირდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ კომუნიკაცია კვლავ დარჩება პრობლემად ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ ფონზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, კონფლიქტის გახსნის საფუძველი გახდეს.

გვანცა წულაია
29.04.2021

 საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. მარტში მშპ 4%-ით გაიზარდა. მძიმე პერიოდის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები იმედისმომცემია. თუკი მორიგი ლოქდაუნი არ ამოქმედდა, ქვეყანა თანდათან ფეხზე დადგება და ბიზნესიც ამუშავდება. 

ირაკლი ლომიძე
28.04.2021

 ენერგეტიკოსები განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებენ. იმ ფონზე, როცა „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ქარის ენერგიის 20%-იან ზრდას პროგნოზირებს, სპეციალისტები ახსენებენ, რომ ამ დროისთვის ამ ტიპის ენერგიის წილი საქართველოს ენერგეტიკაში 0,07%-ს არ აჭარბებს, ხოლო მზის ენერგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ნულოვანია.  ისინი ღიად აცხადებენ, რომ ქარის ელექტროსადგურები, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, არ შეიძლება განვიხილოთ ელექტროენერგიის სტაბილურ წყაროდ, რადგან ალტერნატიული რესურსი არ არის სანდო.

გვანცა წულაია
28.04.2021

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ბოლო პერიოდში ლარი რომ არასტაბილურობითა და გაუფასურებით გამოირჩევა და შესაბამისად რეკორდულად იზრდება ინფლაციაც, ეს ფაქტია. სპეციალისტთა ნაწილის განცხადებით, გუშინდელი განაკვეთის ზრდას პირველი ეფექტი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშივე ჰქონდეს. 

რეზონანსი
27.04.2021

 საქართველოს ავიაცია გამოცოცხლების გზას ადგას, მაგრამ ბევრი რამ ისევ სათუოა. მძიმე ვითარებაში არსებული ინდუსტრია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. თუკი ქვეყანაში ეპიდვითარება გამოსწორდება და შეზღუდვები მოიხსნება, ავიამიმოსვლის მხრივ დადებითი ძვრები დაიწყება. იქამდე ვითარების გამოსწორების შანსი თითქმის გამქრალია, ამიტომ ახლა მთავრობამ ზაფხულის სეზონის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. 

გვანცა წულაია
27.04.2021

 საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინირებულ ადამიანებს „პრივილეგიები“ მიენიჭებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა უპირატესობით ისარგებლებენ აცრილი მოქალაქეები, თუმცა მათ რომ სხვადასხვა უპირატესობა ექნებათ, ამას საკოორდინაციო საბჭოში მალე დაამტკიცებენ. ყველაზე ცუდი ის შეიძლება მოხდეს, რომ სამომავლოდ ვაქცინირებულებმა ეკონომიკურ საქმიანობაშიც დაჩაგრონ აუცრელები. ეს კი უკვე დისკრიმინაციულ საფრთხეს წარმოშობს.

თიკა სიბოშვილი
27.04.2021

 საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობა ჯერ კიდევ მძიმე ვითარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები დიდწილად მოხსნილია, პრობლემები მაინც მრავლადაა. კორონავირუსმა საქართველოს უდიდესი ზარალი მიაყენა, რომლის გამოსწორებასაც საკამო დრო სჭირდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მათ უკვე კომუნალური სუბსიდიაც აღარ ეკუთვნით და ერთ თვეში 200-ლარიანი დახმარებაც გაუქმდება. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი შეღავათების გაგრძელებას ითხოვს. დაუჭერს თუ არა მხარს მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ? 

ირაკლი ლომიძე
26.04.2021

 ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდა, მაგრამ მთავრობამ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გული ვერც ამით მოიგო. პროტესტი პროქტთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია, თუმცა დაანონსებულია ყველაზე მასშტაბური აქცია. რიონის ხეობის მცველები თანდათან იხრებიან იქეთკენ, რომ ხეობაში მასშტაბური ჰესი არასდროს უნდა აშენდეს, მით უმეტეს, როცა საუბარია მიწების გასხვისებასა და სხვა მიუღებელ პირობებზე, რასაც სამოქალაქო აქტივისტები ვერაფრით ურიგდებიან.

ირაკლი ლომიძე
26.04.2021

 კომპანია "ბიტფური" ელექტროენერგიის შესყიდვის მასშტაბის მიხედვით საქართველოში რიგით მეორე მომხმარებელია, ,,ჯორჯიან მანგანეზის“ შემდეგ, მაგრამ  მისგან სარგებელი არავის არ აქვს, რადგან კრიპტოვალუტის მაინინგით არის დაკვებული. კომპანია ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 60-80 ათასი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასურს, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოებაა, რომ იგი თავისუფალია დენის ტარიფის შემადგენელი დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კილოვატზე 2.46 -ის ფარგლებშია. ციფრული ვალუტის უმსხვილესი ფაბრიკა არც ბიუჯეტში შენატანებით გამოირჩევა. მაშინ რა სარგებლობა მოაქვს მას ქვეყნისთვის და საერთოდ რა საჭიროა იგი?

ირაკლი ლომიძე
26.04.2021

 ბოლო პერიოდში, ეკონომიკაში არსებული გარკვეული შეზღუდვების ფონეზე, პირველი შემთხვევაა, როცა ნავთობპროდუქების იმპორტმა დადებითი ტენდენცია აჩვენა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ამის მიზეზი ეკონომიკის გახსნა, მობილობის გააქტიურება და ინფრასტრუიქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული აქტივობაა, რამაც იმპორტში საფუძველი დაუდო არასასურველი ტრენდის სასიკეთოდ შემობრუნებას. თუმცა, გამოწვევად რჩება არსებული ვითარების შენარჩუნება, რადგან ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი ზრდა შეიმჩნევა.

გვანცა წულაია
22.04.2021

 კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს კომპანიების დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო. კერძო სექტორი განსაკუთრებული დარტყმის წინაშე აღმოჩნდა. ვითარების გამოსწორების იმედი კი ამ ეტაპზე გამქრალია. პირიქით, მდგომარეობა უფრო რთულდება. მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში საბოლოოდ განადგურებული კომპანიების რაოდენობა უკვე მკვეთრად გაიზრდება. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×