ირაკლი ლომიძე
04.02.2021

 ეკონომიკის გახნის ტემპი დაჩქარდა, თუმცა დარგების ნახევარზე მეტი ისევ ჩაკეტილი რჩება. ასეთია კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებები, ბაგა-ბაღები, სახელოვნებო სტუდიები, ფიტნეს კლუბები და სპორტული დარბაზები, რომელთა გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება. ნაწილობრივ მათ შორისაა რესტორნებიც, რომლებსაც საქმიანობის უფლება ჯერჯერობით მხოლოდ ღია სივრცეში მისცეს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც მთავრობაში ვარაუდობენ,  აპრილამდე მისი მოხსნა არ იგეგმება, თუმცა  შეიძლება 1 საათით შემსუბუქდეს.

გვანცა წულაია
04.02.2021

 საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ეს ტურიზმის სფეროს საერთოდ არ ეხება. მართალია, ქვეყანამ რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მთის კურორტებზე მომუშავე სასტუმროები გაჩერებულია. სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონი ჩავარდა და ახლა,  გამოსწორების მცირედი შანსიც კი აღარ არსებობს, რადგან თეთრი სეზონი მალე დასრულდება. 

გვანცა წულაია
04.02.2021

 ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსენება, რითაც ეკონომიკას გამოცოცხლების შანსი უჩნდება. მართალია, ყველაფერი სწრაფად ვერ აღდგება, რადგან მას დრო სჭირდება, თუმცა შეზღუდვების მოხსნით შემაფერხებელი ფაქტორები მოიხსნება. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ, სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა, ეკონომიკას ბიძგს მისცემს, რისი მეშვეობითაც, მკვდარი წერტილიდან აღმასვლა დაიწყება. 

ირაკლი ლომიძე
03.02.2021

 ოფიციალური ინფლაცია რეალურს მინიმუმ 2,5-ჯერ ჩამორჩება.  ცხადია, საყოველთაო გაჭირვების ფონზე, რაც პანდემია და მოსახლეობის შემოსავლები თითქმის მასობრივად მცირდება, ხოლო ფასები კატასტროფულად მატულობს, სტატისტიკა დამაჯერებლობას კარგავს. აქედან გამომდინარე,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემს ეკონომისტები არ ენდობიან.  ისინი  თვლიან, რომ ინფლაცია რეალურად გაცილებით მეტია და სულ მცირე 7%-მდეა. 

რეზონანსი
03.02.2021

 ქვეყანაში არსებული 200-მდე რესტორანი დაუმორჩილებლობას აცხადებს და 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა ძალიან დიდია, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ასეთი შედეგი გამოიღო რამდენიმეთვიანმა ჩაკეტვამ. სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ხნით დაიკეტა და უდიდესი ზარალი მიიღო. 

გვანცა წულაია
02.02.2021

 საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. მოსახლეობის პროტესტი, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული, ენერგეტიკას აფერხებს და პრობლემებს უქმნის. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ დარგის სპეციალისტები და აცხადებენ, რომ სწორად დაგეგმილი ჰესები და მათი მშენებლობა ქვეყნის ენერგოსისტემის გადარჩენის გზაა. 

გვანცა წულაია
02.02.2021

 საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის პოპულარიზაციას დიდი დარტყმა მიადგა. საქმე ისაა, რომ დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები მალე ფასიანი გახდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება და, საერთო ჯამში, 100 კმ-ისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად მძღოლებს 8-9 ლარის გადახდა მოუწევთ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულება იმავე მანძილზე. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანა თითქმის არავის აღარ ენდომება. 

რეზონანსი
02.02.2021

 ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. დაწესებული შეზღუდვა ორი დღეა, მოიხსნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ახლო მომავალში გამოცოცხლდებიან და ძველებურად განაგრძობენ მუშაობას. პირველი ეტაპისთვის ფრენის სიხშირე ნაკლები იქნება, რაც ავიაბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს გადაადგილებაზე გაზრდილი ტარიფი და შეიძლება თუ არა, შემცირდეს მგზავრთა რიცხვი.

ნინა გარდაფხაძე
01.02.2021

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადებისგან მოსახლეობა გათავისუფლებულია. მთლიანი ხარჯი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  მეტად მნიშნვნელოვანი პროგრამის დრო უკვე იწურება და თებერვალში დასრულდება კიდეც, თუმცა ეკონომიკის ამუშავებამდე ჯერ შორია. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე შემოსავლის გარეშე სახლში გამოკეტილი რჩება. ამ დროს წინ კიდევ ერთი ცივი თვე, მარტია. ,,ბიზნესრეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად აუცილებელია მოსახლეობისთვის კიდევ ერთი თვით, სუბსიდირების გაგრძელება და როგორ მოახერხებენ ნაწილობრივ ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, სამსახურდაკარგული ადამიანები გადასახადების გადახდას.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 კომენდანტის საათის შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება. მთავრობა შეზღუდვების მოხსნის სამზადისშია და უკვე დადგენილია,  რომ 2-3 კვირაში სრულად გაიხსნება როგორც ბაზრობები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა  კომენდანტის საათის თუნდაც 1 ან 2 საათით შემსუბუქებაზე დაზუსტებით არაფერია ცნობილი. სპეციალისტების, მათ შორის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში მყოფი ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, მთავრობა პროცესებს დააკვირდება და თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი შემცირებას გააგრძელებს, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაიკლებს, შესაძლებელია კომენდანტის საათის შემსუბუქდეს. თუმცა ამ დაკვირვებამ, მინიმუმ, 14 დღე უნდა მოიცვას. მოხსნაზე კი ლაპარაკი არ იქნება.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა. კლება კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობით არის განპირობებული. ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა მიმართულებას დაეტყო მსოფლიიო პანდემიის გავლენა. ეს პროცესი არც საქართველოსთვის არის გამონაკლისი. იმპორტი უარყოფით ტენდენციას ინარჩუნებს და გაუმჯობესდება თუ არა ვითარება 2021 წელს, წინასწარ საუბარი ჭირს. სანამ ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გამოსწორდება და ქვეყანა ვირუსს საბოლოოდ არ დაამარცხებს, ყოველგვარი პროგნოზის გაკეთება ფუჭი საქმეა.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 ლარს ჯერჯერობით ვერაფერი ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები უკვე მხოლოდ "ბიმაჩ" პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება, კურსზე ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუმცა ვაჭრობის მიმდინარეობისას კომერციული ბანკების მიმართ გაჩენილ სპეკულაციურ ეჭვებს გააქრობს. ფინანსისტები პროგნოზირებენ, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას უახლოეს პერიოდში.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×