ირაკლი ლომიძე
02.04.2021

 ეკონომიკური ჩაკეტილობისა და ბიზნესის რეგრესის ფონზე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ბიუჯეტს შეკვეცა სჭირდება. მთავრობას საქმე ისე წაუვიდა, რომ შემოსავლებში ბიუჯეტს დეფიციტი ელის და დიდი ალბათობით, ამ მხრივ იგი ვერ  შესრულდება. გამოსავალი თითქმის არ არსებობს, გარდა იმისა, რომ საგარეო ვალის აღება მოხდეს ან ბიუჯეტი დაკორექტირდეს. ფინანსისტები უკანასკნელ მოსაზრებას უფრო იზიარებენ და აცხადებენ, რომ ცვლილება აუცილებელია, თუმცა ეს რეალურად წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

გვანცა წულაია
01.04.2021

 ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად, გუშინ, გასაყიდად 40 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, თუმცა აქედან აუქციონზე მხოლოდ 27.5 მლნ გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. მიუხედავად ამისა, კურსი უმნიშნვნელოდ გამყარდა და მხოლოდ 3.4250-მდე ჩამოვიდა, ისიც გვიან საღამოს.  „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა უცნაური ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე.

გვანცა წულაია
01.04.2021

 პროდუქტები გაძვირების მოლოდინშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციას აძვირებს. იმპორტიორები და მეწარმეები კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების „დაჭერა“ ვერაფრით ვეღარ მოხდება. 

ირაკლი ლომიძე
31.03.2021

 პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესს შორის შეხვედრამ შედეგი რეალურად ვერ გამოიღო. ბიზნესმენებმა ვერ მიიღეს ქვეყნის მეთაურისგან არგუმენტირებული  პირობა, რომ ლარს შეიძლება რამე ეშველოს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ შეძლო კერძო სექტორის დამშვიდება, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში გამყარდება. ამის წინაპირობას ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არ იძლევა. 

გვანცა წულაია
31.03.2021

 საქართველოში უახლოეს დღეებში შეზღუდვების მორიგი ეტაპი ამოქმედდება. რეგულაციების გატარება თავდაპირველად სოფლებიდან დაიწყება, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში და ქალაქებშიც დაწესდება. საგანგაშოდ მძიმე იქნება ლოქდაუნის მორიგი ეტაპი ეკონომიკისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა, ქვეყანაში რეგულაციების გატარების წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს და ამ გზით მხოლოდ უმძიმეს შედეგს მივიღებთ. 

გვანცა წულაია
30.03.2021

 ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევი დევალვაცია გრძელდება. ბოლოს „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარს მიაღწია, ხოლო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 3.50-ს გადააჭარბა. დღეს მოქმედი კურსი 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯერ კიდევ გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, ისტორიული ანტირეკორდიც დამყარდეს.

გვანცა წულაია
30.03.2021

 ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს. თავად „კარფურში” აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში შემოსვლის დღიდან მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით მუშაობენ.

თიკა სიბოშვილი
30.03.2021

 პანდემიის პირობებში საგანგაშოდ დაზარალებულ ბიზნესსექტორთან ქვეყნის ახალმა პრემიერმა შეხვედრა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის თითქმის ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა, კერძო სექტორი მაინც მძიმე ვითარებაშია. ახლა, ირაკლი ღარიბაშვილთან ჩანიშნული შეხვედრით, ბიზნესს იმედი გაუჩნდა. „რეზონანსმა“ ის დეტალები გაარკვია, რომელთა განხილვასაც ბიზნესი პრემიერთან აპირებს. 

ირაკლი ლომიძე
29.03.2021

 ხელისუფლება, შეზღუდვების მესამე ტალღაზე საუბარს ყოველდღე უმატებს, მიუხედავად იმისა,რომ ჯერ ამისთვის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. თანდათან მკაცრდება ეპიდემიოლოგების ტონიც, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებებზე. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, მესამე ტალღის შეზღუდვების შემთხვევაში, რა რესურსი აქვს ბიუჯეტს, რომ მორიგ ლოქდაუნსა თუ წერტილოვან შეზღუდვებს გაუძლოს.

ირაკლი ლომიძე
29.03.2021

 პანდემიამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი პრობლემა შეუქმნა. დარგი, რომელიც წესით, ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს, დღითი დღე კარგავს პოზიციებს. მართალია, ეს ტენდენცია შესამჩნევია ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით მძიმეა ეს პროცესი, რადგან ფაქტობრივად, არანაირი ნიშნები არ ჩანს, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ცდილობდეს. ტენდენცია თუ გაგრძელდა, ბიზნესის ეს მიმართულება საერთოდ გაქრება და მხოლოდ ოლიგოპოლისტებსა და მონოპოლისტებზე გავხდებით დამოკიდებული, რისი რისკიც, კვლევებს თუ ვერწმუნებით, არცთუ მცირეა.

ირაკლი ლომიძე
29.03.2021

 საქართველოს რეგიონებში მუშახელის სერიოზული დეფიციტია. მაშინ, როცა სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, 100 ათასამდე ადამიანი მზადაა, გერმანიაში სამუშაოდ გაიქცეს, სამშობლოში მუშაობის სურვილი მოქალაქეებს თითქმის აღარ აქვთ. ამ დროს არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა თვეში, საშუალოდ, 1200 ლარი გამოიმუშავონ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს და ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ასეთ დროს, არ არის გამორიცხული, მათი ადგილი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიკავონ, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერი გასამრჯელოს ფასად იმუშაონ საქართველოში. მომავალში ამგვარი საფრთხე საკმაოდ მაღალია. 

ირაკლი ლომიძე
29.03.2021

 მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების  იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ეპიდემიურ მდგომარეობას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იანვარ-თებერვალში იმპორტზე გავლენა მოახდინა ეპიდემიამ და მასთან დაწესებულმა  შეზღუდვამ, განსაკუთრებით კი კომენდანტის საათმა, რომელიც დღემდე გრძელდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×