თამარ მუკბანიანი
31.10.2017

 მას შემდეგ, რაც საქართველოში კერძო საკუთრების უფლება სრულყოფილი სახით აღდგა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება მოსახლეობის მხოლოდ 25%-მა მოახერხა. პრობლემა წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა. ამიტომ 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონი და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა. იგი მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.

ნათია ლომიძე
31.10.2017

 ეროვნული ბანკი ლარის თავბრუდამხვევი დევალვაციის წინაშე უძლურია. მისგან არც მთავრობა ითხოვს, ლარი აკონტროლოს და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაატაროს, რადგან ამ ნაბიჯით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შეაფერხებს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მართლაც შეინიშნება, თუმცა ამ ციფრობრივ მაჩვენებელს ყოველდღიურად ეწირება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, რომელიც დევალვაციისა და ინფლაციის გამო დღითი დღე მძიმდება.

ნათია ლომიძე
28.10.2017

 ლარის გაუფასურებამ პირველი შედეგი უკვე "მოიტანა". დევალვაცია ნავთობის ბაზარმა მაშინვე იგრძნო. როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავმა 5 თეთრით მოიმატა. ავტოგასამართ სადგურებში აცხადებენ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძველი ფასების შენარჩუნება უჭირთ. საქმე ისე მიდის, რომ მალე მცირე აგს-ებზეც 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი ეღირება და შედარებით იაფი საწვავის ეპოქა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.

მარი ჩიტაია
28.10.2017

 ადგილობრივმა არჩევნებმა ჩაიარა და ხუდონჰესის თემაც კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. როგორც ჩანს, მთავრობა პროექტთან დაკავშირებით მეტად გააქტიურდა. ენერგეტიკის სამინისტროში ამ ეტაპზე ეძებენ გზებს, თუ რა ფორმით განხორციელდება იგი.

მარი გოცირიძე
27.10.2017

 სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“, ახალ ფორმატში გადასვლის შემდგომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუშტაიდის ბაღთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა.

მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, "სმარტის" წარმოების ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, მისაღები ფასები, უფასო WI-FI და სხვადასხვა სერვისები "სმარტის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. 

მარი ჩიტაია
27.10.2017

 მომავალ 2 თვეში ლარის კურსის გაუფასურებაზე ნეგატიურ გავლენას საბიუჯეტო გადასახდელებიც მოახდენს. წლის ბოლომდე საბიუჯეტო დასახარჯის მოცულობა იმდენად მაღალი იქნება, რომ სავალუტო ბაზარზე მისი უარყოფითი როლი სავსებით მოსალოდნელია.

ნათია ლომიძე
26.10.2017

 მსოფლიოს მასშტაბით ტყის საფარი ნადგურდება. წინა წლის მონაცემებით, დაკარგული ტყეების რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა. ეს შეუქცევადი პროცესი დაუდევრობის შედეგია, რომელმაც საქართველოშიც იჩინა თავი. ტყის მასივის გაჩანაგების საფრთხე ყოველწლიურად გეომეტრული პროგრესიის სისწრაფით იზრდება. სპეციალისტები მსოფლიო მდგომარეობის პარალელურად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფოს როლზე საუბრობენ.

მარი ჩიტაია
26.10.2017

 საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა. როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ბიუჯეტი ვეღარ შეძლებს დამატებითი საპენსიო ხარჯის გაწევას. მართალია, ოფიციალურად ამ მიზეზის დასახელება არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრების მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამ არგუმენტს ეყრდნობა. სინამდვილეში, სახელდება სხვა მიზეზი, როგორიცაა, მაგალითად, "ღირსეული ცხოვრების პირობების" შეთავაზება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის.

ნათია ლომიძე
26.10.2017

 ლარის გაფასურების პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ გულგრილად აკვირდება. ფაქტია, რომ უწყების მხრიდან დევალვაციის შესაჩერებლად არანაირი ქმედითი ღონისძიება არ ტარდება, პირიქით, სებ-ის ინერტული პოზიცია ლარს უფრო მეტად ასუსტებს. ამასობაში ფასები მაღლა მიიწევს და ძალიან მალე ინფლაციის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ფინანსისტები თვლიან, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან ლარი 2.56-იან მაჩვენებელს გადასცდება, ხოლო ინფლაცია სამომხმარებლო პროდუქტებზე 12%-საც კი მიაღწევს.

მარი ჩიტაია
26.10.2017

 ლარის გაუფასურების კვალდაკვალ კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხე დიდია. ლარის გაუფასურება და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა ტარიფების გაძვირების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ცნობილია, რომ დენის გადასახადი 2,40-ზეა დათვლილი, კურსი კი უკვე 2,55-ის ფარგლებშია. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, წლის ბოლოს 2,60-საც მიაღწევს. ენერგეტიკოსები გვაიმედებენ, რომ ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ რა მოხდება მაღალი კურსის პირობებში, ამაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს.

მარი ჩიტაია
25.10.2017

 საქართველოში ათეულობით უძრავი კომპანიაა, რომლებმაც მობინადრეების წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. "ცენტრ-პოინტი" გახმაურებული საქმეების გამო თავს, უბრალოდ, არ გვავიწყებს, მაგრამ უამრავი საშუალო კომპანიაა, რომელთა მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია (აქედან 6000-მდე მეტი მარტო "ცენტრ-პოინტზე" მოდის). საეჭვოა, მათთვის რამე შეიცვალოს და კომპანიებმა შეასრულონ წლების წინ მიცემული პირობა, ვინაიდან მათი უმეტესობა უკვე გაკოტრებულია. ასეთი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სამშენებლო კომპანიების საერთო რადენობის 20%-ია.

ნათია ლომიძე
24.10.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების ჩატარებისთანავე ლარმა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო გაუფასურება. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ომახიანი განცხადება აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. ფინანსისტები და უმრავლესობის დეპუტატებიც კი დევალვაციაზე პასუხს ეროვნულ ბანკს სთხოვენ.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×