ნათია ლომიძე
06.09.2017

 მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმი გამოცხადდა, ბანკების სასარგებლოდ ნორმატიულ აქტში ცვლილებები მაინც შევიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა ყოვლად დაუშვებელია. თუკი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მორატორიუმი სრულფასოვნად არ იმოქმედებს, საქართველოს 10 წელიწადში მიწის საკუთარი ფონდი აღარ ექნება.

მარი გოცირიძე
05.09.2017

 კომპანია "ვისოლმა" საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფ" საბერძნეთის პეტროლიუმთან" ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" გასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

მარიკა გოგოხია
05.09.2017

 ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაღალი მაჩვენებლით დედაქალაქი წელსაც პირველ ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება და ამ მხრივ რეგიონებში მუდმივად ჩამორჩენაა. ქვეყანაში თუ კი რამე იწარმოება ან იქმნება, თითქმის ყველაფერში თბილისი უპირობო ლიდერობს. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც თბილისისა და რეგიონების მიხედვით ბიზნესის ბრუნვის უთანასწორო მაჩვენებლებია.

მარი ჩიტაია
05.09.2017

 რეგიონში ლარი ერთადერთი ვალუტაა, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება. 8-10 დღეში კურსი 3%-ით დაეცა. სულ ცოტა ხნის წინ ლარი დოლართან მიმართებით 2,39 ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა 2,46-ს გადააჭარბა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში ძალიან მძიმე პრობლემის წინ აღმოვჩნდებით, რადგან კურსი 2,6-ს თავისუფლად გასცდება, რაც დიდი პრობლემა იქნება მთელი საქართველოსთვის.

ნათია ლომიძე
05.09.2017

 საქართველოში ჰიპერმარკეტები ადგილობრივ მიმწოდებლებსა და იმპორტიორებს კაბალურ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობენ. ამის გამო ბევრი კომპანია მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ჰიპერმარკეტის დახლებიდან მათი პროდუქცია ქრება. იმპორტიორების თქმით, არც ერთ ქსელურ კომპანიას არ აქვს თანხის გადახდის პრობლემა, თუმცა მათი მიერ წარმოებული პროლიტიკა შეიძლება სავაჭრო სექტორისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. მწარმოებლები და ჰიპერმარკეტები სწორედ თანამშრომლობის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

მარი ჩიტაია
02.09.2017

 წლევანდელი სეზონი ევროპული ტურებისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, ევროპის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

მარი ჩიტაია
01.09.2017

 ლუდზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა არ შეცვლილა. შესაბამისად, ლუდი ვერც მიმდინარე სეზონზე გაიაფდა, რისი მოლოდინიც მწარმოებლებს ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, კანონომდებლობაში ცვლილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან, თუმცა ბიზნესისა და მომხმარებლისთვის ეს შეღავათი უკვე არაფერს შეცვლის. მთელი სეზონი მიილია და რეალიზაციის მხრივ ვითარება ისევ ნეგატიურია.

მარი ჩიტაია
01.09.2017

 ქვეყანაში წარმოებული მატერიალური დოვლათის უთანასწორო განაწილების მიხედვით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიხედვით, ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავალი დაბალშემოსავლიანებისას 17-18-ჯერ აღემატება. არსებული სტანდარტით, სხვაობა 10-ჯერ მეტი არ უნდა იყოს. მარტო ფულად განზომილებას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა.

მარი ჩიტაია
31.08.2017

 შედარებით ხანგრძლივი სტაბილურობის შემდეგ ლარის კურსმა გეზი გაუფასურებსკენ აიღო. ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაპროვოცირებელი ფაქტორები ქვეყანაში თითქმის აღარ არსებობს - ტურისტული სეზონი პიკზეა და უცხოეთიდან ფულადი შემოდინებების მხრივ საქმე გაცილებით უკეთესადაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო ფაქტორიც, რომელიც, წესით, ლარის სასიკეთოდაა - დოლარი მსოფლიოს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებით თვალსა და ხელს შუა სუსტდება და ახლა 2,5-წლიან მინიმუმზეა.

მარი ჩიტაია
30.08.2017

 დედაქალაქის მოსახლეობას შესაძლოა, წყლის გადასახადიც გაუძვირდეს. მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ თუკი ელექტროენერგიის გადასახადს გააძვირებენ, შემდეგი აუცილებლად იქნება წყლის ტარიფი. საამისოდ კომპანიები ყველა შესაძლო ხერხს გამოიყენებენ.

მარი ჩიტაია
30.08.2017

 სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები მოგების შემცირებაზე, ხოლო ექსპერტები სისტემის ხარვეზზე საუბრობენ. საბოლოოდ ერთიც და მეორეც თანხმდება, რომ სადაზღვევო ბაზარზე რთული ვითარებაა, რის გამოც საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება. სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 9,9 მილიონი ლარით შემცირდა. 2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2,43 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 12,42 მილიონი ლარი იყო.

მარი ჩიტაია
29.08.2017

 წლევანდელი მოსავლის მარაგი 3-4 თვეზე მეტს ვერ გასტანს. ამის მიზეზი მუდმივი უამინდობაა. ამიტომაა, რომ წლევანდელი ცხელი ზაფხული ფასებითაც "ცხელია". წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილ-ბოსტნეულის ფასი გაზრდილია, ხოლო შემოდგომიდან პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება, რასაც გლეხებიც ადასტურებენ და ვაჭრებიც.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×