ია აბულაშვილი
02.03.2021

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც დუშეთში, ბოდავისხევის თავზე მდებარეობს, მთიულეთში ყველაზე ძველი გუმბათიანი ნაგებობაა. ტაძარი მე-13 საუკუნით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ეკლესია ლაშა-გიორგის არაოფიციალურ მეუღლეს, დავით ულუს დედას, ხათუნს აუგია. 

ამას ადასტურებს ეკლესიის სამრეკლოს ქვეშ, ქვიშაქვის სამ ფილაზე არსებული ასომთავრული წარწერა: „სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა დედამან ასულმან ხათუნაყ აღვაშენე წმინდა ღვითმსშობელსა სალოცავად სულთა ჩვენთვის შვილთა და მომავალ შვილებად ჩვენთა ეკლესია“. 

იმას, რომ ლაშა გიორგისა და მის არაოფიციალურ მეუღლეს წვლილი მიუძღვის ამ ფუძნარის ეკლესიის აგებაში ადასტურებს უნიკალური ფრესკაც, სადაც გამოსახულია ლაშა-გიორგი ხათუნთან ერთად.

ფუძნარის ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მას თავს ედგა იმ დროისათვის უიშვიათესი გუმბათი, რომლის ყელშიც ჩაშენებული იყო თორმეტი სარკმელი. 

ეკლესია  „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა. კედლები და კამარები წვრილი ნატეხი ქვითაა ნაგები.  გუმბათქვეშა ბურჯები, პილასტები - აფრები კი შირიმის ქვით. ეკლესია მხატული იყო უნიკალური ფრესკებით და ქტიტორთა პორტრეტებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×