ია აბულაშვილი
08.03.2021

 ქართული მართლმადიდებულური ეკლესია, რომელიც ოდითგანვე მდიდარი იყო უძველესი ქართული ხელნაწერი წიგნებით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება და გადაწერილია შატბერდის მონასტერში. ხელნაწერს უნიკალრობას სძენს ისიც, რომ ერთ-ერთ თავში (წიგნში) შესულია "აბოს წამება".

ხელნაწერმა ჩვენამდე სრულად ვერ მოაღწია, "უდაბნოს მთავალთავიდან" შემორჩენილია მხოლოდ 178 ფურცელი და დაცულია ხელოვნების ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერი შესრულებულია ძვირფას ეტრატზე და ნაწერია ასომთავრულით. უნიკალური ძეგლიდან 8 ფურცელი კი ინახება უცხოეთში გრენის პირად კოლექციაში.

ქართველთა საგანძური "უდაბნოს მრავალთავი" პირველად ცნობილმა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წელს აღმოაჩინა. 1920 წელს კი აკაკი შანიძემ ხელნაწერი უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში ჩამოიტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×