ია აბულაშვილი
09.03.2021

ჩხიკვთას სამების ეკლესია, რომელიც თეთრწყაროში, მდინარე  ალგეთის მარჯვენა მახრეს, სოფელ ჩხიკვთაში, სამების მთაზე მდებარეობს შუა საუკუნების ქართული ხურთომოძვრების ძეგლია. ეკლესია ნაგებია ალგეთის თლილი ქვით და დარბაზული ტიპისაა. 

ჩხიკვთას სამების ეკლესია მოხსენიებულია „გურჯისტანის ვიალითის დიდ დავთარში“; ასევე აწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშივილს „აღწერა სამეფოსა საქართველოსიში“, სადაც ის წერს, რომ „ჩხიკვთას სამხრეთით არს ეკლესია სამება. მას ქვეით ერთვის ალგეთს ხევი საღირაშენისა“.

ეკლესიას აღმოსავლეთით ქვის ლოდებით ნაგები გალავანი აკრავს, რომელზეც მეცნიერები დღესაც დაობენ - ეს ქვის გიგანტური კედელი ადამიანის აგებულია, თუ გეოლოგიური აქტივობის შედეგია.

ძველად საქართველოში ასეთ ადგილებს დევების ნასახლარს და ქვაკაცებს უწოდებდნენ.  ვახუშტი ბატონიშვილი კი ჩხიკვეთის ეკლესიის გალავანს „გმირთ-ნაკვეთს“ უწოდებს: „საკუირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა ნაშენი, რომალი კაცთაგან არა შესაძლებელი არს მისი ქმნა, რომელიც ავლია ზღუდედ“.

1905 წელს ჩხიკვთას სამების  ეკლესია აღწერა ექვთიმე  თაყაიშვილმა და ადგილობრივებისგან  ლეგენდაც ჩაუწერია - ლეგენდა სამებისა და დევის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს სამების მთისთვის ედავებოდნენ. დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე მთის წვერი უნდა შემოესაზღვრა. დევმა დასთან  ერთად ქვის ლოდებისგან გალავნის შენება დაიწყო. მაგრამ ამ ბრძოლაში დამარცხდა და სამების მთა დატოვა. სამებამ კი დევს ბოლომდე სდია და ბირთვისის კედელთან ისრით განგმირა. ლეგენდის თანახმად, სამების ისარი კედელში ჩაერჭო და მისი კვალის ნახვა დღესაც შესაძლებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×