ია აბულაშვილი
10.03.2021

გაბრიელ და მიქაელ მთავრანგელოზის ხატები, რომელებიც მე-11 საუკუნით თარიღდება, ქართველთა ერთ-ერით უძველესი საგანძურია. ეს ორი უძვირფასესი ხატი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჯუმათის ეკლესიიდან გაუტაციათ, სავარაუდოდ ხატები გადაადნეს, ხოლო ძვირფასი მედალიონები, რომლითაც ხატები იყო შემკული, უცხოელ კოლექციონერებზე გაუყიდიათ.

12 მედალიონიდან რამდენიმე შეუსყიდია ცნობილ ამერიკელ კოლექციონერს მორგანს, რომელმაც წლების შემდეგ ქართული სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

ხატები შესრულებული იყო ქართველი ოსტატების მიერ. გაბრიელ მთავარანგელოზს თავს ედგა შარავანდედი, რომელსაც შემოვლებული ჰქონდა ოქროს სირმები. ხატზე იყო ასომთავრული წარწერა "წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზი".

ხატის ზურგი, რომელიც მოჭედილი იყო ამოტვიფრული იყო დიდი რელიეფური ჯვარი. ხატი მოჭედილი იყო 12 მედალიონით, დღეს ამ 12 მედალიონიდან რამდენიმე ნიუო-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება, რამდენიმე ერმიტაჟში და სანკტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში.

მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატზე, მთავარნგელოზს მარჯვენა ხელში უჭირავს მახვილი, მარცხენაში კი ქარქაში. ტანთ აცვია ჯაჭვის პერანგი. თავზე ადგას შარავანდედი, რომელშიც ჩასმულია ერთი ფირუზის და ორი მარგალიტის ძვირფასი თვალი.

ხატის არშიებზე ჩატანებული იყო 10 ძვირფასი მინანქრის მედალიონი. მედალიონებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პავლე, წმინდა პეტერე და სხვა წმინდანები.

ამ 10 მედალიონიდან ერთი დაცულია პეტერბურგის რუსულ მუზეუმში, მეორე კი ერმიტაჟში. გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ხატები პირველად აღწერა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×