ია აბულაშვილი
14.03.2021

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი ჟახუნდერის ეკლესია, რომელიც ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში მდებარეობს მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარი ქვითაა ნაგები და ბაზილიკის ტიპისაა. 

„ეკლესია წმინდა გიორგის ნაშენია კარგი თლილი ქვით, ასწლოვან მუხებს შუა. საზოგადოდ ჯახუნდერის  ეკლესია ერთ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს სადადიანო სვანეთში. აღმოსავლეთის კედელზე ყოფილა ხუცური წარწერა, რაც იშვიათია სვანეთში“, - ასე  აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი ჟახუნდერის ეკლესიას 1910 წელს სვანეთში ექსპედიციაში ყოფნის დროს. 

ჟახუნდერის ეკლესიის საგანძურში ინახებოდა ვერცხლის ჭედური ღვთისმშობლის გაშლილი ხატი. მაცხოვრის ხატი და მთავარანგელოზის ხატი ბერძნული წარწერით. ღვთისმშობლისა და მაცხოვრის უნიკალური ხატები პირველად ფოტოზე აღბეჭდა ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ექსპედიციაში.

ჟახუნდერის ეკლესია, ძვირფასი საგანძურის გარდა, უნიკალურია იმითაც, რომ იგი შემკული იყო უძვირფასესი ხის მოჩუქურთმებული კარებით და დღესაც მსოფლიოში შუა საუკუნეების ხეზე კვეთის უნიკალურ ნიმუშად არის მიჩნეული. კარები კაკლის ხისგან არის დამზადებული და მასზე  ჩუქურთმებთან ერთად ამოკვეთილია სკულპტურული ფიგურები. ჟახუნდერის ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარები დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×