ია აბულაშვილი
15.03.2021

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე მრავალი სიწმინდე ინახებოდა, რომელთა დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. უმრავლესობა გარეშე მტრების თავდასხმების დროს განადგურდა, ზოგი კი უცხოეთში გაიტანეს.

ბევრი სიწმინდე საქართველოში კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემობრძანდა. ამ ურიცხვი საგანძურიდან იყო ოქროს ჯვარი, რომელშიც ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი იყო შერწყმული.

ასევე უფლის საფლავიდან ჩამოტანილი ქვა და ქვა იმ მთიდან სადაც უფალი 40 დღის განმავლობაში მარხულობდა, უნიკალური სიწმინდე ქრისტეს პატარა ჯამი, რომელიც საიდუმლო სერობის დროს გამოიყენეს, საქართველოში მე-10 საუკუნეში მოხვდა.

ხის პინაკი, ანუ პატარა ჯამი, რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა უკანასკნელი სერობის დროს გამოიყენეს, საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ბრძანებით პინაკი ქვათახევის მონასტრისთვის გადაუციათ, სადაც ვერცხლის მოოქროვილ ჩარჩოში ჩასვეს; მოჭედილობა მე-11 საუკუნით თარიღდება.

ქრისტეს ეს პინაკი დღეს დაკარგულია, ხოლო ჩარჩომ ჩვენამდე ფრაგნმენტული სახით მოაღწია. შემორჩენილია მოჭედილობის შვიდი ფრაგმენტი, აქედან ექვსი მოსკოვში რუსული ისტორიის მუზეუმში ინახება. მოჭედილობის ცენტრში გამოსახული იყო ტახტზე მჯდომი ქრისტე, ხოლო მის ორივე მხარეს მედალიონებში ჩასმული იყო მთავარანგელოზთა გამოსახულებები. გვერდებში კი წმინდანთა ოთხი მედალიონი ამშვენებს. სავარაუდოდ ქრისტეს პინაკის მოჭედილი ფრაგმენტები, ერმიტაჟში 1893 წელს მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×