ია აბულაშვილი
23.03.2021

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც დუშეთში, სოფელ დავათში, ტყით დაფარულ მთის წვერზე აუგიათ, მე-8 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი და ბერების საცხოვრებელი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დავათის ღვთისმშობლის ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ქვასვეტზე ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული და მე-6 საუკუნით თარიღდება. ეს სტელა დღეს ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

მეორე სტელა მე-4 საუკუნით თარიღდება და ქვასვეტის ოთხივე წახნაგი რელიეფებითაა შემკული. ერთ-ერთ წახნაგზე გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელის ფიგურა უშარავანდოდ, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა ქრისტე. ღვთისმშობელს თავის ორივე მხარეს აქვს დაქარაგმებული წარწერა „წმინდა მარიამი“, „ქრისტე“. ქვასვეტის მეორე წახნაგზე გამოსახულია სიცოცხლის  ხე და წრეში ჩასმული ორი ჯვარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×