ია აბულაშვილი
29.03.2021

ქართულ ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი უკავია საეკლესიო ნაქარგობას. ნაქარგობის უძველესი და უნიკალური ნიმუშები, რომელებმაც ჩვენამდე მოაღწია, დაცულია შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში, სადაც ინახება დაფარნის მდიდარი კოლექცია.

დაფარნის ხმარება საქართველოში მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს და წმინდა საბა განმწმენედელის სახელს უკავშირდება. წმინდა მამების ცნობით დაფარნა- გადასაფარებელი რამდენიმე სახეობისაა.

დიდი დაფარნა სიმბოლოა, რომელიც ქრისტეს საფლავს გადააფარეს. მცირე დაფარნა კი სიმბოლოა იმ სახვევის, რომელშიც ახალშობილი ქრისტე გაახვიეს და ბაგაში მიაწვინეს.

ნაქარგობის კერები პირველად ეკლესია - მონასტრებში გაიხსნა. მონასტრების მქარგველები სამუშაოს დილით ადრე, უზმოზე იწყებდნენ. ჯერ ლოცვას აღავლენდნენ იმ წმინდანის სადიდებლად, რომელიც უნდა მოექარგათ. მქარგველები ასევე კითხულობდნენ ფსალმუნებს. თავდაპირველად დაფარნას ჯვრებით რთავდნენ და ქარგავდნენ, შემდეგ მას სხვა ორნამენტებიც დაემატა.

საეკლესიო ნაქარგობის დიდსტატი ყოფილა თამარ მეფე, რომელიც თავის ნახელავს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა. ასევე როსტომ მეფის მეუღლე მარიამი, თეიმურაზ მეფის მეუღლე დედოფალი ანა და სხვა დიდებულებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×