ია აბულაშვილი
30.03.2021

შიდა ქართლი, რომელიც კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვიშაქვის ფროლიან კედელში ნაკვეთი ქვახვრელის გამოქვაბულთა კომპლექსი, რომელშიც შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია და გვირაბი. 

ქვახვრელის გამოქვაბული მდებარეობს სოფელ ქვახვრელში, მტკვრის  მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის მოპირდაპირედ. გადმოცემის თანახმად, ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი ეკლესია, მტკვრის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბით უფლისციხის კედელში ნაკვეთ ციხე-ქალაქს უკავშირდებოდა.  ძეგლი სავაარუდოდ მე-7 საუკუნით თარიღდება, ისტორიულ წყაროებში კი პირველად 975 წელს  იხსენიება. სწორედ ქვახვრელში გადაუცია უფლისციხის გასაღები ქართლის ერისთავს იოანე მარუშის ძეს დავით კურაპალატისთვის.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ქვახვრელის გამოქვაბულში შემთხვევით აღმოაჩინეს  განძი ვერცხლის მონეტებით, რომლებიც სავარაუდოდ ბაგრატ მესამის დროს არის მოჭრილი.  მონეტებს ცენტრში ამოკვეთილი აქვს მოქარგმებული ასომთავრული წარწერა - „ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×