ია აბულაშვილი
28.09.2021

მცხეთაში, სოფელ ძეგვში, ძეგვისწყლის მარჯვენა ნაპირზე დგას უძველსი საყდარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ძველად ამ საყდარს ამ ადგილებში გავრცელებული ძერას მაგვარი მტაცებელი ფრინველის - ბორას სახელით მოიხსენიებდნენ, დღეს კი ბოძის სახელით არის ცნობილი.  

ლეგენდის მიხედვით, ოსტატები, რომლებიც ეკლესიას აშენებდნენ, სურსათ-სანოვაგეს იქვე ახლოს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ერთხელაც ამ ორმოში შხამიანი გველი ჩაცურდა. ეს დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, რომელიც შურდულივით დაეშვა, ორმოში ჩაფრინდა, გველი მოახრჩო და იქვე სული განუტევა.  

მადლიერმა ოსტატებმა, რომლებიც ბორამ შიმშილისგან იხსნა, საყდარს მისი სახელი უწოდეს. 

საყდარი მოხატული ყოფილა. დღეის მდგომარობით ტაძარი ძალიან დაზიანებულია. მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება, კედელზე  გამოსახულია ტახტზე მჯდომი მაცხოვარის და ქურუმების კომპოზიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×