ია აბულაშვილი
20.10.2021

ისტორიულ შიდა ქართლში, ცხინვალის მახლობლად, მდებარეობს ქართული ხუროთმოძვრების ძეგლი - თირის მონასტერი. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა დროის საკულტო ხასიათის რამდენიმე ნაგებობაა გაერთიანებული. ყველა ამ ნაგებობამ ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვერ მოაწია, ჟამთა სიავემ თავისი დაღი დაასვა. 

სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შექმნილა. წარწარებითა და ისტორიული დოკუმენტების თანახმად, ყველაზე ადრეული ღვითსმშობლის ეკლესია, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და გალავანი მე-13 საუკუნით თარიღდება; სამრეკლო და კარიბჭე - მე-14-15 საუკუნეებით. 

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო. საკურთხეველში შემორჩენილია მე-14-15 საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. 

ეკლესიის ფასადები მდიდრულად არის გაფორმებლი, თავიდან ბოლმდე გასდევს მოჩუქურთმებული ლავანგარდი. მოჩუქურთმებულია ასევე კარ- სარკმელის ზედაპირი. 

მონასტერში დაცულია სამი წარწერა. 1682 წელს ეკლესიას საძვალე მიაშენეს. 

დიდი და პატარა ლიახვის ხეობების არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში თირის მონასტერი აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს  და ვახტანგ მეექვსის ვაჟ როსტომს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×