ია აბულაშვილი
04.11.2021

ქვითკირისწყაროს ეკლესია, რომელიც დუშეთში მდებარეობს, შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურული ძეგლია. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ, დარბაზული ტიპისაა და ნაგებია რიყის ქვით. 

ტაძარს სამხრეთით და დასავლეთით თითო თაღიანი სარკმელი ამშვენებს. საკმლის ქვემოთ გაჭრილია პატარა კარი, რომელზედაც ჯვარია გამოსახულია. 

ეკლესია შემკულია უნიკალური ჩუქურთმებით, ვაზის მტევნების და ფოთლოვანი ორნმენტებით. 

დარბაზში, ერთ-ერთ ქვაზე დგას ფილა, რომლზედაც რვაქიმიანი ვარსკვლავია ამოკვეთილი. მეორე ქვის ფილაზე წნული ორნამენტით ჯვარი და წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. 

ეკლესიის მოხატულობა კი იმ დროის საეკლესიო არქიტექტურაში სრულიად უნიკალურია. დასავლეთ ფასადზე ცხვრის თავის რელიეფური გამოსახულებაა, აღმოსავლეთ ფასადზე კი დრაკონის რელიეფური გამოსახულება.  

ეკლესიას საბრძოლო დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან მას თან გასდევს კოშკი, რომლის კედელებშიც ორ-ორი სათოფურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×