ია აბულაშვილი
09.02.2020

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ღვთისადმი მიგებების დღესასწაული უფლის 12 დღესასწაულს შორის ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც მე-6 საუკუნიდან განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება. პირველად იგი 528 წელს იმპერატორ იუსტინიანეს დროს აღინიშნა.

ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ამას თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ ქრისტიან კაცს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული განსაკუთრებული ზეიმით აღენიშნათ. ამ დღეს  ბიზანტიაში ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს და ეპიდემიაც შეწყდა. 

იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყმა მეორმოცე დღეს ტაძარში მიჰყავდათ. ასევე ხდებოდა ღმრთისადმი მსხვერპლთშეწირვა, მდიდრები კრავს სწირავდნენ, ღარიბები კი - წყვილ გვრიტს ან მტრედს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა ტაძრად მიიყვანეს. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი.  სვიმონი ტაძარში მიყვანილ იესოს კრძალვით მიეგება, გულში ჩაიკრა და აღმოხდა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვრებაი შენი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×