ია აბულაშვილი
11.02.2020

"მთავარი ტაძარი აგებულია მცირე, გალავნით შემოზღუდულ მოედნის შუა. იგი მე-6 მე-7 საუკუნის მიჯნაზეა აგებული. მე-10 საუკუნეში აფხაზეთ-ქართლის სამეფოს მეფემ გიორგი მეორემ აღადგინა ტაძარი და შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი სიმრავლითა. საყდარი ჭყონდიდისა იყო განთქმული და წარჩინებული სამღვდლო- მოძღვრო საყდართა შორის სამეფოსა"- ასე აღწერს მემატიანე მარტვილის ტაძარს.

უხსოვარი დროიდან მაღალ ბორცვზე იდგა მუხის უზარმაზარი ხე, რომელიც ნაყოფიერების და ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. ლეგენდის თანახმად, მარტვილის მუხაში, ხალხი მზის სულს და სახიერებას ხედავდა. მუხა ისეთი მაღალი და დიდი ყოფილა, რომ ერთი ტოტი მდინარე აბაშის ნაპირებზე ჩადიოდა; კარგი ვაჟკაცები მისი ტოტით ამოდიოდნენ თურმე ამ მაღალ ბორცვზე, სადაც დღეს მარტვილის მონასტერია.

ხალხს მუხა მზის ძალით შემოსილ ადგილის დედად მიაჩნდათ და მის გარშემო ქურუმები მზის დღეს ლოცვას აღავლენდენენ. მერე იწყებოდა სიმღერა "ო, მზეო დედაო, ო ღმერთო, შენ მადლიანო, შენი მადლით გაუთბე გული ჩვენს ხალხს".

პირველი ეკლესია სწორედ ამ მუხის ადგილას აშენდა, ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. მე-7 საუკუნეში ნაგები პირველი ტაძარი, რომელიც მუხის ფესვებზე აიგო ჯვრის ტიპის ყოფილა, რომელიც თურქ-არაბთა შემოსევის დროს ძლიერ დაზიანდა. მეათე საუკუნეში აფხაზთა მეფეს გიორგი მეორეს ტაძარი ხელახლა აუშენებია. ტაძარს ჯვრის ტოტები მოაშორეს და კედლები მიუშენეს, ახალი გუმბათის ყელი ამოიყვანეს. ტაძარს შეუნარჩუნეს სახელი მარტვილი, რომელიც ბერძნულად "წამებულს" ნიშნავს.

მეფე გიორგი მეორემ, რომელმაც ტაძარი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა, მოღვაწეობდნენ დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკვლეველი ყოველთა გზათა" გიორგი ჭყონდიდელი. ცნობილი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი. მონასტერში იყო კრიპტერია, სადაც ბერების მიერ უამრვი ხელნაწერი გადაიწერა. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის უნიკალური ფრესკები. ტაძრის მშვენებაა საკურთხევლის კონქში გამოსახული მარტვილის ღვთისმშობელი. ბოლშევიკების დროს ეკლესია განადგურდა და უნიკალური საეკლესიო ნივთებიც უგზო-უკლოდ დაიკარგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×