ია აბულაშვილი
01.07.2020

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელიც წალენჯიხაში შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს, მე-10 საუკუნის ქართული ხურთომოძღვრების ძეგლია. ლეგენდის თანახმად, ტაძრის აგება თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით ამ ადგილის შორიახლოს შეუსვენებია. გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ძვირფასეულობით ხურჯინაკიდებული ჯორი აკლდათ. მაშინვე მდევარი გააგზავნეს, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს, რომ იმ ადგილას ვნახეთ, სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო. თამარს თავისი თვალით უნახავს ეს ადგილი და ძალიან მოსწონებია. ბრძანა რომ აქ ეკლესია აეშენებინათ, ხუროთმოძღვარიც დაუტოვებია ტაძრის ასაგებად.

ია აბულაშვილი
30.06.2020

ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს ქართლში მდინარე ჭერათხევის ერთ-ერთ ხეობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ულუმბოს დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს, ასურელ მამათაგან ერთ-ერთს. „ჭერთახევის... სერს ზეით არის მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქაელ იგ (13) მამათაგანის ქმნილი, და დაფლულ არს მიქაელ მუნვე ზის წინამძღვარი“ - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

ია აბულაშვილი
29.06.2020

იშხნის საწინაამძღვრო ჯვარი, ქართული ბეჭდური ხელოვნების უნიკალური ნიმუში, რომელიც 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია, დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. სამწუხაროდ ჯვრის პირვანდელი სახე აღარ არსებობს, იშხნის საწინამძღვრო ჯვარი 1930 წელს გაძარცვეს, იმ დროს როცა ის ქართული ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა.

ია აბულაშვილი
28.06.2020

„ლიახვის გაღმა არს ნიქოზის ეკლესია ღვთაებისა, დიდი გუმბათიანი, აღაშენა გორგასალმან“ - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ნიქოზის ეკლესიას, სადაც გადმოცემით „ძელი ჭეშმარიტებისა“ ინახებოდა. ეს ჯვარი ვახტანგ გორგასალს იერუსალიმის პატრიარქმა ძღვნად მიართვა, რომელსაც წარწერაც ჰქონდა. თამარ მეფის ასულმა დედოფალმა რუსუდანმა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა. ჯვარი 1799 წელს დაიკარგა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×