ია აბულაშვილი 25.01.2021

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო გარდაიცვალა 338 წელს კახეთში.
|
ია აბულაშვილი 20.01.2021

ოშკის, ხახულის და იშხანის შემდეგ, ოთხთა სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ეკლესიებს შორის სიდიდით მეოთხე ეკლესიაა და სახელიც აქედან მოდის. ისტორიული წყაროების მიხედვით მონასტერი 961-965 წლებში დავით კურაპალატს აუგია. მისივე ძალისხმევით კი 987-1001 წლებში მონასტერი გადაუკეთებიათ.
|
ია აბულაშვილი 19.01.2021

სორის ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც რაჭაში მდებარეობს, ისტორიული წყაროების მიხედვით მე-12 საუკუნის ძეგლია და ძვირფასი საეკლესიო ნივთებისა და ჯვარ ხატების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა რაჭის ეკლესია-მონატსრებს შორის.
|
ია აბულაშვილი 18.01.2021

ნათლისღება, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს, წყლის კურთხევის მსახურება, დიდი აიაზმა ტარდება. ამ დღეს ღვთის გაცხადებასაც უწოდებენ, რადგან სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება, ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ციდან კი ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ". ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
|
ია აბულაშვილი 13.01.2021

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლოს წმინდა ნინოს ჯვარის შესახებ, ქართულ ისტორიულ წყაროებში არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, კაბადოკიელ ნინოს ღვთისმშობელმა იერუსალიმში ქრისტიანობის საქადაგებლად ვაზის ნასხლევისაგან დამზადებული ჯვარი გადასცა. მეორე ვერსიით კი მცხეთაში ჩამოსულ წმინდა ნინო, რომელიც 3 წლის განმავლობაში მაყვლოვანში ლოცულობდა თავის თმებით შეუკრავს ჯვარი და სიკვდილის წინ ჯვარი ვაზისა მეფე მირიანს გადასცა.
|
ია აბულაშვილი 11.01.2021

"მონასტერი ქციის ხრამსა შინა, პირღებულს კლდე გამოკვეთილი დიდითა შენებითა და ყოველთა შემკული, იტყვიან თამარ მეფის ქმნილსა" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი პირღებულის სამონასტრო კომპლექს, რომელიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში კლდეზეა აგებული. სახელწოდებაც აქედან მოდის, რადგან ეს ადგილი ქვაბულებს წარმოადგენს და ბერების სადგომ საკნებად იყო გამოყენებული.
|
ია აბულაშვილი 29.12.2020

„მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მის აღვლენ“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი „სამეფოსა საქართველოისა“ ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბეთლემის გამოქვაბულს.
|
ია აბულაშვილი 28.12.2020

კასპში, სოფელ კავთისხევში, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო უნიკალური ხუროთმოძვრული ძეგლებით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კლდის ქვით ნაგები წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ეკლესიას განსაკუთრებულობას სძენს, იქვე თამარ დედოფლის გორაზე აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც ისტორიულ წყაროებში კავთისხევის აკლდამის სახელით არის ცნობილი.
|
ია აბულაშვილი 27.12.2020

ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს ბორჯომში, სოფელ ახალდაბიდან მოშორებით, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში, ეკლესიის სახელი აქედან მოდის. მისი აგება კი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს ქრისტეფორეს უკავშირდება. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და ნაგებია მოვარდისფრო-მოყავისფრო ქვით.
|
ია აბულაშვილი 23.12.2020

აბელიას სამების ეკლესია, რომელიც მდებარეობს ალგეთის ხეობაში, სოფელ აბელიაში მნიშვნლოვანი ისტორიული ძეგლია, მასზედ არსებული ვრცელი ასმოთვრული წარწერა კი მოგვთიხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს.
|
ია აბულაშვილი 22.12.2020

ერედევსა და მის მახლობლად, სადაც დღესაც შემორჩენილია ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის გამორჩეულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების, სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი გვიანდელი ნიმუში „ბერის საყდარი“, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ეკლესია სოფელ ერედვის ცენტრში დგას და მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მისი შიდა სივრცე დაყოფილი არ არის და ერთიან დაუნაწევრებელ გალერეას წარმოადგენს.
|
ია აბულაშვილი 21.12.2020

სოფელი პტენი, რომელიც ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის კანიონის თავზეა გაშლილი, დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|