ია აბულაშვილი
17.12.2020

გარეჯაში მდებარე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი, მე-9-11 საუკუნით თარიღდება. მონასტერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით, რომელიც მე-11 საუკუნისაა და ასევე ნაკაწრი წარწერებით.

ია აბულაშვილი
16.12.2020

თბილისის წმინდა სამების ეკლესია, პირველი ტაძარია, რომელიც ყოვლადწმინდა სამების სახელზეა აგებული. ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი ძველ თბილისში კალაუბანში მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯანზე აუგიათ. ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის რუკაზე სამების ეკლესია ამ სახელწოდებით დაუტანებია "ქართული ეკლესია კალაუბანი".

ია აბულაშვილი
15.12.2020

თელავთან ახლოს, თურდოს ხეობაში, ისტორიულად გამქრალ სოფელ არტოზაში, რომელსაც დღეს რუისიპირი ჰქვია, მე-12 საუკუნეში აუგიათ წმინდა შიოს სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიის შესახებ წერდა გაზეთი „ივერია“ 1888 წელის ერთ-ერთ ნომერში. წმინდა შიოს მონასტრიდან დღეს შერჩენილია მხოლოდ მთავარი ნაგებობის ნანგრევები.

ია აბულაშვილი
14.12.2020

კუნტუსის ეკლესია, რომელიც თელავთან ახლოს, თურდოს ხეობაში მდებარეობს, ქართული არქიტექტურის უძველესი ძეგლია. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ტყეშია ჩაფლული, ნაგებია შირიმის ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს და თავზე ადგას მოზრდილი ქვის ჯვარი.

ია აბულაშვილი
11.12.2020

"ტაძარი წმინდა ბარბარესი ქვემო ნავთლუღში, აგებული ძველ დროს, დიდი თაყვანის-საცემელია, დღეობას იქ იკრიბება დიდძალი მლოცველი. წმინდა ბარბრეს მოსალოცად აქ მუდამ მოჰყავთთ სახადით მოსარჩენელი ბავშვები"-ასე აღწერს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წმინდა ბარბარეს ეკლესიას თბილისში, რომელიც გადმოცემის თანახმად მე-8 საუკუნეში აუგიათ.

ია აბულაშვილი
10.12.2020

ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს, მე-10 საუკუნეში აუგიათ.  იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი აკრავს. ტაძარს შემორჩენილი აქვს დიდი ხის კარი, რომელიც ორივე მხრიდან ლითონით არის მოჭედილი.

ია აბულაშვილი
09.12.2020

მთასაყდრის ეკლესია, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება, მდებარეობს რაჭაში და იგი წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ. ეკლესია მთის მაღალ კლდეზე მდებარეობს და მთელს რაჭას გადაჰყურებს. ძველად ამ ეკლესიას "მთის წმინდა გიორგის" ელესიას უწოდებდნენ. იგი ითვლებოდა ყველაზე ძლიერ, ყოვლისშემძლე და ბედჩაკეტილთა სალოცავად.

ია აბულაშვილი
02.12.2020

ნაკურალეშის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ლეჩხუმში, სოფელ ნაკურალეშში მდებარეობს, მე-12 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია ნაშენია ყორე-ქვით და დარბაზული ნაგებობაა. ეს ეკლესია იმითაა გამორჩეული, რომ ეკლესიის კედლები შიგნითაც და გარეთაც მოხატულია. ფასადზე გამოსახულია "საიდუმლო სერობა".

ია აბულაშვილი
01.12.2020

თრიალეთის ზეგანზე, ალგეთის მთის ძირში დაგას წმინა კირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნეში აუგიათ. ისტორიულ წყარობეში ეს ეკლესია მოიხსენიება „დრანეთის“ („დრიანეთის“) სახელით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ნაგებია ყვითელი ტუფით - ე.წ. ალგეთის ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვები.

ია აბულაშვილი
30.11.2020

უძველესი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც კოჯრის ტყეშია ჩაფლული, ქოროღლის ციხის ძირში, სოფელ ღოუბანში, მე-16 საუკუნით თარიღდება და ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელს ატარებს. ადგილობრივები ამ ეკლესიას დღესაც ღოუბნის "ორმოცნის" უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, ეს ეკლესია ორმოც ძმას ორმოც დღეში აუგია.

ია აბულაშვილი
29.11.2020

"ჯვარის მამის" ეკლესია, რომელიც თბილისში, ისტორიულ უბანში ქვემო კალაში მდებარეობს, გადმოცემის თანახმად, მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა და მას "გოლგოთა" ეწოდება.

ია აბულაშვილი
25.11.2020

თელოვანის ჯვარპატიოსანის ეკლესია, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, მე-8 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მე-9 საუკუნის დასაწყისში მოუხატვთ და დღესაც კედლის მხატვრობის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება. ტაძრის მშვენებაა საკურთხეველში ქრისტეს დიდების ფრესკა, რომელიც უადრესი ძეგლია ქრისტიანულ ხელოვნებაში და მას სირიის, პალესტინის, მესოპოტამიის და ეგვიპტის ძეგლების გვერდით მოიხსენიებენ.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×