ია აბულაშვილი
24.11.2020

შიდა ქართლში, ძმას ხეობაში, სოფელ ტყემლოვანში დგას ღვითსმშობლის ეკლესია, რომელიც მე-13 საუკუნეში აუგიათ. ეს ეკლესია იყო ყველაზე დიდი, რომელიც შედიოდა ქოფიზას მამათა სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება, სახელი კი იერუსალიმის ქოფიზას მონასტრიდან მიუღია. სამონასტრო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში დაწყებულა, სადაც ბერების სადგომი და სენაკები ყოფილა.

ია აბულაშვილი
23.11.2020

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ქართლში, სოფელ გარიყულაში მდებარეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. ქართული ხუროთმოძვრების ეს უძველესი ძეგლი, ნაგებია ქვიშით და ნატეხი ქვით.

ია აბულაშვილი
22.11.2020

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნიდან იწყება და იგი ქართველთა მფარველად ითვლება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს და 23 ნოემბრს. 

ია აბულაშვილი
18.11.2020

საქართველოში უძველესი დროიდან მიღებული დამკვიდრებული იყო დიდი ზომის ჯვრების აღმართვა ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში, კანკელის წინ. მას საკურთხევლისწინა ჯვარს უწოდებდნენ, რომელიც კვარცხლბეკზე იდგა. 

ია აბულაშვილი
17.11.2020

ნაბახტევის ეკლესია, რომელიც ხაშურში, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს, მე-15 საუკუნეში, ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით ააგეს. ეკლესიის მოხატულობა, რომელიც 1412-1432 წლებშია შესრულებული, ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ითვლება.

ია აბულაშვილი
15.11.2020

საკირის წითელი ეკლესია, რომელიც დმანისში მდებარეობს, ერთ-ერთია იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც ადრექრისტიანული ხანის სტელები შემოგვინახა. ეკლესია გვიანი ხანისაა და მის კედლებში ჩაშენებული იყო 17 სტელა, აქედან ორი წარმოადგენს სტელების კაპიტელიებს.

ია აბულაშვილი
11.11.2020

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც ახმეტაში, სოფელ ალვანში მდებარეობს, ქართული ხუროთმოძვრების უძველესი ძეგლია, რომელიც მე-8 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა  და ნაგებია რიყის ქვით. მე-16 საუკუნეში ეკლესია განაახლეს და ლევან მეფის ბრძანებით მოხატეს 1529-1531 წლებში.

ია აბულაშვილი
10.11.2020

მიქარწმინდის მონასტერი, რომელიც რაჭაში, სოფელ მიქარწმინდაში მდებარეობს, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მთავარანგელოზის სახელზე აუგიათ. 

ია აბულაშვილი
08.11.2020

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია საინგილოში მდებარეობს. მის აგების შესახებ ზუსტი ცნობებეი არ მოიპოვება. ხალხური გადმოცემით, ეს ეკლესია წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის ნაშთებზე აუგიათ, იმ ქვებიდან, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამ ტერიტორიაზე ეყარა. ამ ქვებზე ქრისტიანები ლოცულობდნენ, სანთელს ანთებდნენ და „თეთრსაც სწირავდნენ“.

ია აბულაშვილი
06.11.2020

სხალთის მონასტერი, რომელიც ხულოში, სოფელ ყინჩაურში, მდინარე ხიხანის ხეობაში მდებარეობს, მე-12 საუკუნის ძეგლია და იგი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ხუროთმოძღვრების სხვა იშვიათ ძეგლებს შორის. ტაძრის მოხატულობა კი რომლის ფრაგმენტები დღესაც შერჩენილია საკურთხეველში, კამარაზე და დასალეთ კედელზე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშია. სამონასტრო კომპლექსში შედის დიდი ეკლესია, რომელიც დარბაზული ტიპისაა, მცირე ეკლესია, მარანი და სამარხები. მარანში დღემდე დაცულია ძველი საწნახელი და მიწაში ჩაფლული უზარმაზარი ქვევრები.

ია აბულაშვილი
04.11.2020

მუხრანის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მცხეთიდან ახლოს მუხრანში, ისტორიულ შიოსუბანში დგას, ნიკო მუხრანბატონის მიერ არის აგებული. ეკლესია აგებულია რისყის ქვით და დარბაზული ტიპისაა. ამ ეკლსიაში იხიზნებოდა სოფლის მოსახლოება, როცა მტერი შემოესეოდათ. ბოლშევიკებმა კი ღვთისმშობლის ეკლესია ფურნედ გადაკეთეს და კირით შეღებეს, მაგრამ მისი უნიკალური მხატვრობა და ფრესკები მაინც გადარჩა.

ია აბულაშვილი
03.11.2020

„პატარა ალავერდის“ საყდარი, რომელიც ისტორიულ ჰერეთში, კახში მდებარეობს, ერთ-ერთია იმ 12 ეკლესიიდან, რომელიც ჩვენს წინაპარს, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში აუგია. შემდგომ საუკუნეებში, 4 საუკუნის მანძილზე, გარეშე მტერის ხელით გრძელდებოდა უნიკალური ქართული ხუროთმოძვრების ძეგლების ნგრევა-აოხრება. დღეს ამ ეკლესიების უმეტესი ნაწილი ნანგრევების სახით არის შემორჩენილი.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×