რეზონანსი
29.01.2021

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც პარტია "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

ბობოხიძის თქმით, მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ შევა პარლამენტში, არამედ ის, თუ ვინ გამოვა.

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისათვის კარის გაღება ყოველთვის შეიძლება, თუმცა ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება და საუბარი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

„ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია და არა მარტო ალეკო ელისაშვილი, აქ მთავარი ის კი არაა, ვინ შევა პარლამენტში, მთავარია ვინ გამოვა პარლამენტიდან, იმიტომ, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, ოღონდ ალეკო ელისაშვილის და იოსელიანის გარდა დანარჩენებმა დაწერეს განცხადება გამოსვლაზე, უბრალოდ, "ქართული ოცნება" არ აკმაყოფილებს ამ განცხადებებს და დღევანდელი ეს სპექტაკლიც დაიდგა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართულ ოცნებას სჭირდება მიზეზი, უახლოეს სხდომაზე რატომ არ მოხსნის დეპუტატთა უფლებამოსილებას და იტყვიან, რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიციას და იმიტომ არ ვხსნით, რომ დავტოვოთ კარი მოლაპარაკებისათვისო.

კარები მოლაპარაკებისათვის ყოველთვის შეიძლება გავაღოთ, ოღონდ ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება, ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან არაფერი აქვს სალაპარაკო პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწყვეტილი და დახურულია.

ქართული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთ რამეზე შეძლებს ილაპარაკოს ის, თუ როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რასაც ჰქვია ხელისუფლების მიტაცება და ხელისუფლების მიტაცება და ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ამის ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის ხელახალი არჩევნები", - განაცხადა ბობოხიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×