რეზონანსი
29.01.2021

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურ დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგების ვიდეო 24 იანვარს სოციალურ ქსელში აიტვირთა.

27 იანვარს დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ შეცდომა აღიარა და პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან შენდობა ითხოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×